1. დაწესებულების ტერიტორიისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების დათვალიერება  ხორციელდება თვეში არანაკლებ ოთხჯერ, ხოლო  ცალკეულ შემთხვევებში, დაწესებულების დირექტორის დავალებით, არსებული ვითარებიდან გამომდინარე.

2. ცალკეული სათავსოებისა და ტერიტორიების დათვალიერება შესაძლოა განხორციელდეს სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების განყოფილებების მოსამსახურეების მიერ ერთობლივად.

3. დათვალიერების ჩატარება უნდა იყოს მოულოდნელი და მისი მზადება უნდა მიმდინარეობდეს ფარულად.

4. დაწესებულების ტერიტორიისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების დათვალიერებაში შესაძლოა ჩართული იყოს სამორიგეო ცვლის შემადგენლობა.

5. დაწესებულების ტერიტორიისა და შენობა-ნაგებობების არაგეგმური დათვალიერება განისაზღვრება დაწესებულების დირექტორის მიერ ოპერატიული ვითარებიდან გამომდინარე.

6. დათვალიერების ჩატარებისას შესაძლებელია დაწესებულებაში ბრალდებულები/მსჯავრდებულები შეგროვდნენ ამისათვის გათვალისწინებულ ადგილას, რომელიც წინასწარ მოწმდება და უტარდებათ არასრული  შემოწმება. ტერიტორიისა და შენობა-ნაგებობების დათვალიერების დროს მათი ტერიტორიაზე გადაადგილება დაუშვებელია.

7. დაწესებულების ტერიტორიისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების დათვალიერების დროს შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა ტექნიკური საშუალებ