1. დაწესებულების ტერიტორიისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების დათვალიერება ხორციელდება თვეში არანაკლებ ორჯერ, ხოლო ცალკეულ შემთხვევაში – დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, არსებული ვითარებიდან გამომდინარე.
2. ცალკეული სათავსოსა და ტერიტორიის დათვალიერება შესაძლოა დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურეების მიერ ერთობლივად.
3. დათვალიერების ჩატარება უნდა იყოს მოულოდნელი და მისი მზადება უნდა მიმდინარეობდეს ფარულად.
4. დაწესებულების ტერიტორიისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების დათვალიერებაში შესაძლოა, ჩართული იყოს სამორიგეო ცვლის შემადგენლობა.
5. დაწესებულების ტერიტორიისა და შენობა-ნაგებობების არაგეგმური დათვალიერება განისაზღვრება დაწესებულების დირექტორის მიერ, ოპერატიული ვითარებიდან გამომდინარე.
6. დათვალიერების ჩატარებისას დაწესებულებაში ბრალდებულები/მსჯავრდებულები შეგროვდებიან ამისათვის წინასწარ გათვალისწინებულ ადგილას, რომელიც წინასწარ მოწმდება და ტარდება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პირადი არასრული შემოწმება. დაწესებულების ტერიტორიისა და შენობა-ნაგებობების დათვალიერების დროს ბრალდებულების/მსჯავრდებულების დაწესებულების ტერიტორიაზე გადაადგილება დაუშვებელია.
7. დაწესებულების ტერიტორიისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების დათვალიერების დროს შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა ტექნიკური საშუალებ