1. დაწესებულების ნახევრად ღია ტიპის ნაწილში დღის განრიგით გათვალისწინებული ვალდებულებებისაგან თავისუფალ დროს მსჯავრდებულს შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილდეს ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ იზოლირებულ ტერიტორიაზე.
2. დაწესებულების დახურულ ნაწილში დღის განრიგით დადგენილი წესით მსჯავრდებულს შეუძლია გადაადგილდეს ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ იზოლირებულ ტერიტორიაზე.
3. დღის განრიგით გათვალისწინებული ვალდებულებებისაგან თავისუფალ დროს დაწესებულების დირექტორის თანხმობითა და დაწესებულების წარმომადგენლის ზედამხედველობით მსჯავრდებული შეიძლება გადაადგილდეს დაწესებულების ტერიტორიის სხვა ნაწილებში.
4. ღამის საათებში მსჯავრდებულის გადაადგილება თავისი საცხოვრებლის (საერთო საცხოვრებელი/საკანი) ფარგლებს გარეთ აკრძალულია, გარდა განსაკუთრებულ შემთხვევებში (მათ შორის, სამედიცინო დახმარების გაწევის აუცილებლობის შემთხვევაში), დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის თანხლებით. ღამის საათები განისაზღვრება დაწესებულების დღის განრიგით.
5. მსჯავრდებულთა ჯგუფების გადაადგილება დაწესებულების ტერიტორიაზე ხორციელდება მწყობრად დაწესებულების წარმომადგენლის წარმართვით.
6. მსჯავრდებულის გადაადგილების დროს დაწესებულების შესაბამის თანამშრომელს უფლება აქვს, უსაფრთხოების დაცვის მიზნით მოსთხოვოს მას ხელების ზურგს უკან დალაგება.
7. სამარტოო საკანში მოთავსებული პირის სამარტოო საკანს გარეთ გადაადგილება ხორციელდება მხოლოდ დაწესებულების წარმომადგენლის თანდასწრებით.
8. დღის განრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა პროცედურებზე (შემოწმება, პაემანი ან სხვა შეხვედრა, სამედიცინო მომსახურებით სარგებლობა და სხვა) გასვლის დროს მსჯავრდებული ვალდებულია, დაიცვას წესრიგი, დაემორჩილოს დაწესებულების წარმომადგენლის კანონიერ მოთხოვნას.
9. დაწესებულების დღის განრიგით განსაზღვრულ კვების დროს ნახევრად ღია ტიპის ნაწილში არსებული საერთო საცხოვრებლები იკეტებ