1. ბრალდებულებისაგან/მსჯავრდებულებისაგან დაწესებულებაში აკრძალული ნივთების, ნივთიერებების და საკვები პროდუქტების ამოღების უფლება აქვთ დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურეებს.

2. ამ დებულების დანართი №1-ით გათვალისწინებული აკრძალული პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებების და დოკუმენტების ამოღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ ეცნობება სამინისტროს გენერალურ ინსპექციას.

3. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი შემოწმებისას, აგრეთვე, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოთავსების ადგილისა და ნივთების შემოწმებისას ამოღებული ნივთები, ნივთიერებები და საკვები პროდუქტები,რომელთა შენახვა/გამოყენება არ იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, შესანახად გადაეცემა დაწესებულებას ან ბრალდებულის/მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობით – მის ახლო ნათესავს. დაწესებულებისათვის შესანახად გადაცემული ნივთები, ნივთიერებები და საკვები პროდუქტები ბრალდებულის/მსჯავრდებულის გათავისუფლებამდე ინახება დაწესებულების საწყობში და ბრალდებულს/მსჯავრდებულს მიეცემა შესაბამისი ქვითარი, ხოლო ამოღებული ნივთების ბრალდებულის/მსჯავრდებულის ახლო ნათესავისათვის გადაცემის შემთხვევაში, ამოღების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ ოქმის შემდგენი და ბრალდებულის/მსჯავრდებულის ახლო ნათესავი.

4. ამოღებული მალფუჭებადი პროდუქტები ნადგურდება დაწესებულების დირექტორის ბრძანებით, რის თაობაზეც შედგება შესაბამისი აქტი.

5. თუ დაწესებულებაში შენახული ნივთები და ნივთიერებები ბრალდებულს/მსჯავრდებულს დასჭირდება, ისინი შეიძლება ბრალდებულს/მსჯავრდებულს დაუბრუნდეს ან მისი წერილობითი თანხმობით გადაეცეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ახლო ნათესავს, თუ ამით არ დაირღვევა ამ დებულების მოთხოვნები. შენახული ნივთებისა და ნივთიერებების თაობაზე დგება ოქმი. ოქმს ხელს აწერენ ოქმის შემდგენი და ბრალდებულის/მსჯავრდებულის ახლო ნათესავი.

6. დაწესებულების ტერიტორიაზე აღმოჩენილი ფულის, აგრეთვე სხვა ფასეულობების თაობაზე, რომელთა კუთვნილების დადგენა შეუძლებელია, დაწესებულება დაუყოვნებლივ აცნობებს სამინისტროს გენერალურ ინსპექცია