1. ბრალდებულებისგან/მსჯავრდებულებისგან აკრძალული ნივთების ამოღების უფლება აქვთ დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების განყოფილებების მოსამსახურეებს.

2. ამ დებულების №1 დანართით გათვალისწინებული იმ ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებების და დოკუმენტების ამოღების შემთხვევაში, რომელთა შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ან/და ამ საგნით სარგებლობა ეკრძალება ბრალდებულს/მსჯავრდებულს და იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას დაუყოვნებლივ ეცნობება სამინისტროს გენერალურ ინსპექციას.

3. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი შემოწმებისას, აგრეთვე ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოთავსების ადგილისა და ნივთების შემოწმებისას ამოღებული აკრძალული ნივთები, რომელთა შენახვა და გამოყენება არ იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, შესანახად გადაეცემა დაწესებულებას ან ბრალდებულის/მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობით - მის ახლო ნათესავს.

4. დაწესებულებისთვის შესანახად გადაცემული ნივთები ბრალდებულის/მსჯავრდებულის გათავისუფლებამდე ინახება დაწესებულების საწყობში და ბრალდებულს/მსჯავრდებულს მიეცემა შესაბამისი ქვითარი, ხოლო ამოღებული ნივთების ბრალდებულის/მსჯავრდებულის ახლო ნათესავისთვის გადაცემის შემთხვევაში, ამოღების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ ოქმის შემდგენი მოსამსახურე და ბრალდებულის/მსჯავრდებულის ახლო ნათესავი.

5. ამოღებული მალფუჭებადი კვების პროდუქტები ნადგურდება დაწესებულების დირექტორის ბრძანებით, რის თაობაზეც დგება შესაბამისი ოქმი.

6. თუ დაწესებულებაში შენახული ნივთები ბრალდებულს/მსჯავრდებულს დასჭირდება, ისინი შეიძლება ბრალდებულს/მსჯავრდებულს დაუბრუნდეს ან მისი წერილობითი თანხმობით გადაეცეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ახლო ნათესავს, თუ ამით არ დაირღვევა ამ დებულების მოთხოვნები. შენახული ნივთების გადაცემის თაობაზე დგება ოქმი. ოქმს ხელს აწერენ ოქმის შემდგენი მოსამსახურე და ბრალდებულის/მსჯავრდებულის ახლო ნათესავი.

7. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს სამსახურის გენერალური დირექტორის ნებართვითა და დაწესებულების უსაფრთხოებისა და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილებების მოსამსახურეების კონტროლით შესაბამისი სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში იყენებდეს ამ დებულების №1 დანართით გათვალისწინებულ აკრძალულ ნივთს.

8. დაწესებულების ტერიტორიაზე აღმოჩენილი ფულის, აგრეთვე სხვა ფასეულობების თაობაზე, რომელთა კუთვნილების დადგენა შეუძლებელია, დაწესებულება დაუყოვნებლივ აცნობებს სამინისტროს გენერალურ ინსპექცია