1. ამ დებულების 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძვლის არსებობისას, შესაძლებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხვა ბრალდებულებისგან/მსჯავრდებულებისგან განცალკევებით მოთავსება.
2. ამ დებულების 25-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ბრალდებულის/მსჯავრდებულის განცხადების, დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის ან უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურის პატაკის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით, თუ არსებობს ამ დებულების 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძვლები, დაწესებულების დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხვა ბრალდებულებისგან/მსჯავრდებულებისგან განცალკევებით მოთავსების თაობაზე იმ საფრთხის აღმოფხვრამდე, რომლის საფუძველზეც მოხდა ბრალდებულის/მსჯავრდებულის განცალკევება, მაგრამ არაუმეტეს 90 დღისა. დაწესებულების დირექტორის არყოფნის შემთხვევაში, ბრალდებული/მსჯავრდებული სხვა ბრალდებულებისგან/მსჯავრდებულებისგან განცალკევებით მოთავსდება დაწესებულების დირექტორის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით, მაგრამ არაუმეტეს 24 საათის ვადით.
3. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხვა ბრალდებულებისგან/მსჯავრდებულებისგან განცალკევებით მოთავსების თაობაზე დაწესებულების დირექტორი გამოსცემს დასაბუთებულ ბრძანებას.
4. დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე მიიღოს გადაწყვეტილება გამოყენებული უსაფრთხოების ღონისძიების შეწყვეტის ან მისი ვადის გაგრძელების თაობაზე.
5. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხვა ბრალდებულთაგან/მსჯავრდებულთაგან განცალკევებით მოთავსების ვადა შეიძლება გაგრძელდეს რამდენჯერმე, თითოეულ შემთხვევაში არაუმეტეს 90 დღის ხანგრძლივობით, ამ დებულების 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების აღმოფხვრამდე.
6. თუ უსაფრთხოების ღონისძიებების გამოყენების შედეგად ვერ იქნა მიღწეული შესაბამისი მიზანი, დაწესებულების დირექტორი სამსახურის გენერალური დირექტორის წინაშე შუამდგომლობს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ან ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოებისთვის საშიში პირების სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში დადგენილი წესით გადაყვანის თაობაზე. შესაბამისი საფუძვლების არსებობისას, ასეთი შუამდგომლობის წარსადგენად აუცილებელი არ არის ამ მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვ