1. ამ დებულების 23-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძვლის არსებობისას, შესაძლებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხვა ბრალდებულებისაგან/მსჯავრდებულებისაგან განცალკევებით მოთავსება.
2. ამ დებულების 23-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ბრალდებულის/მსჯავრდებულის განცხადების, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ან უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურის პატაკის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით, თუ არსებობს ამ დებულების 23-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძვლები, დაწესებულების დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხვა ბრალდებულებისგან/მსჯავრდებულებისაგან განცალკევებით მოთავსების თაობაზე იმ საფრთხის აღმოფხვრამდე, რომლის საფუძველზეც მოხდა ბრალდებულის/მსჯავრდებულის განცალკევება, მაგრამ არაუმეტეს 90 დღისა. დაწესებულების დირექტორის არყოფნის შემთხვევაში, ბრალდებული/მსჯავრდებული სხვა ბრალდებულებისგან/მსჯავრდებულებისაგან განცალკევებით მოთავსდება დაწესებულების დირექტორის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით, მაგრამ არაუმეტეს 24 საათის ვადით.
3. დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე მიიღოს გადაწყვეტილება გამოყენებული უსაფრთხოების ღონისძიების შეწყვეტის ან მისი ვადის გაგრძელების თაობაზე. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხვა ბრალდებულთაგან/მსჯავრდებულთაგან განცალკევებით მოთავსების ვადა შეიძლება რამდენჯერმე გაგრძელდეს, თითოეულ შემთხვევაში არაუმეტეს 90 დღის ხანგრძლივობით, ამ დებულების 23-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების აღმოფხვრამდე.
4. თუ უსაფრთხოების ღონისძიებების გამოყენების შედეგად ვერ იქნა მიღწეული შესაბამისი მიზანი, დაწესებულების დირექტორი გენერალური დირექტორის წინაშე შუამდგომლობს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ან ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოებისათვის საშიში პირების სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში დადგენილი წესით გადაყვანის თაობაზე. შესაბამისი საფუძვლების არსებობისას, ასეთი შუამდგომლობის წარსადგენად აუცილებელი არ არის ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვ