1. ბრალდებულებისაგან/მსჯავრდებულებისაგან დაწესებულებაში აკრძალული/არანებადართული ნივთის ამოღების უფლება აქვთ სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების განყოფილებების მოსამსახურეებს.
2. ამ დებულებით (დანართი №1) გათვალისწინებული აკრძალული ნივთის ამოღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ ეცნობება სამინისტროს გენერალურ ინსპექციას.
3. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი შემოწმებისას, აგრეთვე ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოთავსების ადგილისა და ნივთების შემოწმებისას ამოღებული ნივთი, რომლის შენახვა/გამოყენება არ იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას (არანებადართული ნივთი), შესანახად გადაეცემა დაწესებულებას ან ბრალდებულის/მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობით - მის ახლო ნათესავს. დაწესებულებისათვის შესანახად გადაცემული ნივთი, ბრალდებულის/მსჯავრდებულის გათავისუფლებამდე ინახება დაწესებულების საწყობში და ბრალდებულს/მსჯავრდებულს მიეცემა შესაბამისი ქვითარი, ხოლო ამოღებული ნივთების ბრალდებულის/მსჯავრდებულის ახლო ნათესავისათვის გადაცემის შემთხვევაში, ამოღების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ ოქმის შემდგენი და ბრალდებულის/მსჯავრდებულის ახლო ნათესავი.
4. ამოღებული მალფუჭებადი პროდუქტები ნადგურდება დაწესებულების დირექტორის ბრძანებით, რის თაობაზეც შედგება შესაბამისი აქტი.
5. თუ დაწესებულებაში შენახული ნივთები და ნივთიერებები ბრალდებულს/მსჯავრდებულს დასჭირდება, ისინი შეიძლება ბრალდებულს/მსჯავრდებულს დაუბრუნდეს ან მისი წერილობითი თანხმობით გადაეცეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ახლო ნათესავს, თუ ამით არ დაირღვევა ამ დებულების მოთხოვნები. შენახული ნივთებისა და ნივთიერებების თაობაზე დგება ოქმი. ოქმს ხელს აწერენ ოქმის შემდგენი და ბრალდებულის/მსჯავრდებულის ახლო ნათესავი.
6. დაწესებულების ტერიტორიაზე აღმოჩენილი ფულის, აგრეთვე სხვა ფასეულობების თაობაზე, რომელთა კუთვნილების დადგენა შეუძლებელია, დაწესებულება დაუყოვნებლივ აცნობებს სამინისტროს გენერალურ ინსპექცია