1. ბრალდებულთა ჯგუფების გადაადგილება დაწესებულების ტერიტორიაზე ხორციელდება მწყობრად დაწესებულების წარმომადგენლის წარმართვით.
2. გადაადგილების დროს, დაწესებულების შესაბამის მოსამსახურეს უფლება აქვს, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მოსთხოვოს ბრალდებულს ხელების ზურგს უკან დაწყობა.
3. სამარტოო საკანში მოთავსებული ბრალდებულის სამარტოო საკანს გარეთ გადაადგილება ხორციელდება მხოლოდ დაწესებულების წარმომადგენლის თანდასწრებით.
4. დღის განრიგით გათვალისწინებული ვალდებულებებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა პროცედურების (შემოწმება, სამუშაოზე გასვლა, პაემანზე ან სხვა შეხვედრაზე გასვლა, და სხვ.) შესრულების მიზნით გასვლის დროს, ბრალდებულს ევალება, დაიცვას წესრიგი, დაემორჩილოს დაწესებულების წარმომადგენლის კანონიერ მოთხოვნას. ასეთი გადაადგილების დროს დაწესებულების წარმომადგენელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების დარღვევის თავიდან აცილების მიზნით უფლება აქვს მოსთხოვოს ბრალდებულს ხელების ზურგს უკან დაწყობ