1. ბრალდებული დღე-ღამის განმავლობაში იმყოფება სპეციალურ საკანში, გარდა ამ დებულებით განსაზღვრული შემთხვევებისა.

2. ბრალდებულთა ჯგუფების გადაადგილება დაწესებულების ტერიტორიაზე ხორციელდება მწყობრად დაწესებულების მოსამსახურის წარმართვით.

3. ბრალდებულის სპეციალურ საკანს გარეთ გადაადგილება ხორციელდება მხოლოდ დაწესებულების მოსამსახურის თანდასწრებით. გადაადგილების დროს დაწესებულების შესაბამის მოსამსახურეს უფლება აქვს, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მოსთხოვოს მას ხელების ზურგს უკან დაწყობა.

4. სამარტოო საკანში მოთავსებული ბრალდებულის სამარტოო საკანს გარეთ გადაადგილება ხორციელდება მხოლოდ დაწესებულების მოსამსახურის თანდასწრებით.

5. ღამის საათებში ბრალდებულის გადაადგილება თავისი საკნის ფარგლებს გარეთ აკრძალულია, გარდა განსაკუთრებულ შემთხვევებში (მათ შორის, სამედიცინო დახმარების გაწევის აუცილებლობის შემთხვევაში) დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის თანხლებით. ღამის საათები განისაზღვრება დღის განრიგით.

6. დღის განრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა პროცედურებზე (შემოწმება, სამუშაოზე გასვლა, პაემანზე ან სხვა შეხვედრაზე გასვლა, სამედიცინო მომსახურებით სარგებლობა და სხვ.) გასვლის დროს ბრალდებულს ევალება დაიცვას წესრიგი, დაემორჩილოს მოსამსახურის კანონიერ მოთხოვნას. ასეთი გადაადგილების დროს მოსამსახურეს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების დარღვევის თავიდან აცილების მიზნით, უფლება აქვს მოსთხოვოს ბრალდებულს ხელების ზურგს უკან დაწყობ