1. მსჯავრდებული დღე-ღამის განმავლობაში იმყოფება სპეციალურ საკანში, გარდა ამ დებულებით განსაზღვრული შემთხვევებისა.

2. დღის განრიგით გათვალისწინებული ვალდებულებებისგან თავისუფალ დროს, დაწესებულების დირექტორის თანხმობითა და დაწესებულების მოსამსახურის ზედამხედველობით მსჯავრდებული შეიძლება გადაადგილდეს დაწესებულების ტერიტორიის სხვა ნაწილში.

3. ღამის საათებში მსჯავრდებულის გადაადგილება თავისი საკნის ფარგლებს გარეთ აკრძალულია, გარდა განსაკუთრებულ შემთხვევებში (მათ შორის, სამედიცინო დახმარების გაწევის აუცილებლობის შემთხვევაში) დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის თანხლებით. ღამის საათები განისაზღვრება დღის განრიგით.

4. მსჯავრდებულთა ჯგუფების გადაადგილება დაწესებულების ტერიტორიაზე ხორციელდება მწყობრად დაწესებულების მოსამსახურის წარმართვით.

5. მსჯავრდებულის გადაადგილების დროს დაწესებულების შესაბამის მოსამსახურეს უფლება აქვს, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მოსთხოვოს მას ხელების ზურგს უკან დაწყობა.

6. სამარტოო საკანში მოთავსებული მსჯავრდებულის სამარტოო საკანს გარეთ გადაადგილება ხორციელდება მხოლოდ დაწესებულების მოსამსახურის თანდასწრებით.

7. დღის განრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა პროცედურების (შემოწმება, სამუშაოზე გასვლა, პაემანი ან სხვა შეხვედრა, სამედიცინო მომსახურებით სარგებლობა და სხვა) გავლის დროს მსჯავრდებული ვალდებულია დაიცვას წესრიგი, დაემორჩილოს მოსამსახურის კანონიერ მოთხოვნა