1. დაწესებულების ნახევრად ღია ტიპისა და გათავისუფლების მომზადების თავისუფლების აღკვეთის ნაწილებში დღის განრიგით გათვალისწინებული ვალდებულებებისგან თავისუფალი დროის განმავლობაში მსჯავრდებულს შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილდეს ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ იზოლირებულ ტერიტორიაზე.

2. დაწესებულების დახურულ ტიპის თავისუფლების აღკვეთის ნაწილში, მსჯავრდებული დღე-ღამის განმავლობაში იმყოფება სპეციალურ საკანში, გარდა ამ დებულებით განსაზღვრული შემთხვევებისა.

3. დღის განრიგით გათვალისწინებული ვალდებულებებისგან თავისუფალ დროს, დაწესებულების დირექტორის თანხმობითა და დაწესებულების მოსამსახურის ზედამხედველობით მსჯავრდებული შეიძლება გადაადგილდეს დაწესებულების ტერიტორიის სხვა ნაწილებში.

4. ღამის საათებში მსჯავრდებულის გადაადგილება თავისი საცხოვრებლის (საერთო საცხოვრებელი/საკანი) ფარგლებს გარეთ აკრძალულია, გარდა განსაკუთრებულ შემთხვევებში (მათ შორის, სამედიცინო დახმარების გაწევის აუცილებლობის შემთხვევაში) დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის თანხლებით. ღამის საათები განისაზღვრება დღის განრიგით.

5. მსჯავრდებულთა ჯგუფების გადაადგილება დაწესებულების ტერიტორიაზე ხორციელდება მწყობრად დაწესებულების მოსამსახურის წარმართვით.

6. მსჯავრდებულის გადაადგილების დროს დაწესებულების შესაბამის მოსამსახურეს უფლება აქვს, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მოსთხოვოს მას ხელების ზურგს უკან დაწყობა.

7. სამარტოო საკანში მოთავსებული მსჯავრდებულის სამარტოო საკანს გარეთ გადაადგილება ხორციელდება მხოლოდ დაწესებულების მოსამსახურის თანდასწრებით.

8. დღის განრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა პროცედურების (შემოწმება, სამუშაოზე გასვლა, პაემანი ან სხვა შეხვედრა, სამედიცინო მომსახურებით სარგებლობა და სხვა) გასვლის დროს მსჯავრდებული ვალდებულია დაიცვას წესრიგი, დაემორჩილოს მოსამსახურის კანონიერ მოთხოვნა