1. დაწესებულებაში დგება მკაცრად რეგლამენტირებული დღის განრიგი ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სხვადასხვა ჯგუფთან მუშაობის თავისებურებების, ადგილობრივი პირობების, ინდივიდუალური გეგმის, წელიწადის დროის და სხვა კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით.

2. დღის განრიგი მოიცავს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ადგომის, დაძინების, პირადი ჰიგიენის, ფიზიკური ვარჯიშის, კვების, სამუშაოს, განათლების, სოციალურ და საერთო საცხოვრებლის/სპეციალური საკნის გარე აქტივობებში, სპორტულ, კულტურულ, რელიგიურ ღონისძიებებში, აგრეთვე ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის სარეაბილიტაციო პროგრამებში მონაწილეობის დროს. გაითვალისწინება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უწყვეტი რვასაათიანი ძილისა და მათთვის პირადი თავისუფალი დროის გამოყოფის აუცილებლობა.

3. დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მოსამსახურეების მიერ კვირაში არანაკლებ ერთხელ ტარდება ყველა ბრალდებულის/მსჯავრდებულის დათვალიერება, რომლის დროსაც მოწმდება მათი გარეგანი სახე, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მდგომარეობა.

4. დღის განრიგს ამტკიცებს დაწესებულების დირექტორ