1. დაწესებულების პატიმრობის ნაწილში ბრალდებულები განთავსებული არიან სპეციალურ საკნებში, სადაც მათი ან სხვა პირთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სხვა კანონიერი ინტერესებიდან გამომდინარე და ამ დებულების მოთხოვნათა დაცვის მიზნით, შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. დაწესებულების ნახევრად ღია ტიპისა და გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის ნაწილებში მსჯავრდებულები განთავსებული არიან საერთო საცხოვრებელში, სადაც მათი ან სხვა პირთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სხვა კანონიერი ინტერესებიდან გამომდინარე და ამ დებულების მოთხოვნათა დაცვის მიზნით, შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულებს უფლება აქვთ, დამოუკიდებლად, ამ დებულებით დადგენილი წესით გადაადგილდნენ დაწესებულების ტერიტორიაზე, გარდა ღამის საათებისა.

3. დაწესებულების არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო ნაწილში არასრულწლოვანი მსჯავრდებულები განთავსებული არიან სპეციალურ საცხოვრებელში, ხოლო არასრულწლოვანი ბრალდებულები სპეციალურ საკნებში, არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისგან განცალკევებით, სადაც მათი ან სხვა პირთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სხვა კანონიერი ინტერესებიდან გამომდინარე და ამ დებულების მოთხოვნათა დაცვის მიზნით, შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. დაწესებულების დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის ნაწილში მსჯავრდებულები განთავსებული არიან სპეციალურ საკნებში, სადაც მათი ან სხვა პირთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სხვა კანონიერი ინტერესებიდან გამომდინარე და ამ დებულების მოთხოვნათა დაცვის მიზნით, შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. დაწესებულებაში ბრალდებულები და მსჯავრდებულები განთავსებული არიან ერთმანეთისგან განცალკევებით. არასრულწლოვანები თავსდებიან სრულწლოვნებისგან განცალკევებით.

6. დაწესებულებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXVI (სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ დანაშაული), XXVII (ფულად-საკრედიტო სისტემაში დანაშაული), XXVIII (საფინანსო საქმიანობის სფეროში დანაშაული), XXIX (სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში სამსახურის ინტერესის წინააღმდეგ დანაშაული), XXXV (კიბერდანაშაული) და XXXIX (სამოხელეო დანაშაული) თავებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ბრალდებული/მსჯავრდებული, როგორც წესი, განთავსებულია სხვა ბრალდებულისგან/მსჯავრდებულისგან განცალკევებით.

7. დაწესებულებაში არამწეველი ბრალდებული/მსჯავრდებული, როგორც წესი, განთავსებულია თამბაქოს მომხმარებელი ბრალდებულისგან/მსჯავრდებულისგან განცალკევები