1. სპეციალური აღრიცხვის განყოფილების ფუნქციებია:

ა) ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა აღრიცხვა;

ბ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმისა და ბრალდებულთა რეესტრის/მსჯავრდებულთა რეესტრის წარმოება;

გ) დაწესებულებიდან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ესკორტირების (დაწესებულებიდან გაყვანისას, გადაყვანისას და ექსტრადიციისას) დოკუმენტაციის მომზადება;

დ) მსჯავრდებულთა შეწყალების, ბრალდებულის/მსჯავრდებულის გათავისუფლების დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

ე) კომპეტენციის ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;

ვ) დაწესებულების დირექტორისთვის განყოფილების საქმიანობის პერიოდული ანგარიშის წარდგენა;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დახასიათების მომზადება;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, შემთხვევის მართვის პროცესში ჩართულობა და მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „სრულწლოვან მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მიზნით რისკისა და საჭიროებების შეფასების, აგრეთვე ინდივიდუალური გეგმის მომზადების, განხორციელებისა და მონიტორინგის წესით (შემთხვევის მართვის წესით)“ გათვალისწინებული შესაბამისი დანართების შევსება;

ი) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე და 73-ე მუხლებით განსაზღვრული ფაქტობრივად მოხდილი სასჯელის ვადების გამოთვლა და კონტროლი;

კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

2. დაწესებულების სპეციალური აღრიცხვის განყოფილება ვალდებულია ყოველი სამუშაო კვირის დასასრულს, სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს მიაწოდოს ინფორმაცია განყოფილების საქმიანობის, ბრალდებულის/მსჯავრდებულის გათავისუფლებისა და მისი პირადი საქმის წარმოების შესახებ.

3. დაწესებულების სპეციალური აღრიცხვის განყოფილება უფლებამოსილია ამ მუხლით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიიღოს და გამოიყენოს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომ − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო) მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული პერსონალური მონაცემებ