1. დაწესებულების ამოცანების განხორციელების, ფუნქციების შესრულებისა და სამართლებრივი რეჟიმის სრულყოფილად ორგანიზების მიზნით იქმნება სტრუქტურული ერთეულები.

2. დაწესებულების სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ადმინისტრაციული განყოფილება;

ბ) უსაფრთხოების განყოფილება;

გ) სამართლებრივი რეჟიმის განყოფილება;

დ) სპეციალური აღრიცხვის განყოფილება.

3. დაწესებულების გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის ნაწილში, დაწესებულების ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, შეიძლება შეიქმნას შემდეგი ფუნქციონალური სივრცეები:

ა) საგანმანათლებლო სივრცე;

ბ) პროფესიული სწავლების სივრცე;

გ) საწარმოო სივრცე;

დ) სარეკრეაციო და ადმინისტრაციული სივრცე.

4. დაწესებულების სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი.

5. დაწესებულებაში საქმიანობას ახორციელებს დაწესებულების მოხელე, სამსახურის მოხელე და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი (შემდგომ – მოსამსახურე).

6. დაწესებულების მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დებულებითა და სამსახურის გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით.

7. დაწესებულების მოსამსახურეთა შრომითი ურთიერთობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობი