1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომ – სამსახური) №5 პენიტენციური დაწესებულების (შემდგომ – დაწესებულება) სტრუქტურას, საქმიანობის წესს, ადგენს დაწესებულებისა და მისი სტრუქტურული ერთეულების ამოცანებსა და ფუნქციებს, აწესრიგებს დაწესებულებაში სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობისა და სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის აღსრულებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.
2. ეს დებულება სავალდებულოა შესასრულებლად დაწესებულების მოსამსახურეთათვის, დაწესებულებაში განთავსებული ქალი ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის (შემდგომ – ბრალდებული/მსჯავრდებული) და ყველა იმ პირისთვის, ვინც შედის ან იმყოფება დაწესებულების ტერიტორიაზე.
3. ამ დებულების დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, პენიტენციური კოდექსითა და ამ დებულებით დადგენილი წესით.
4. ეს დებულება ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა ბრალდებულისა და მსჯავრდებულისთვის დაწესებულებაში არსებული ბიბლიოთეკის მეშვეობი