1. დაწესებულება არის პატიმრობის, ნახევრად ღია ტიპის, გათავისუფლებისთვის მომზადებისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის ქალთა სპეციალური დაწესებულება, რომელიც დამოუკიდებელი ორგანიზაციული წარმონაქმნია, არ არის იურიდიული პირი და ფუნქციონირებს სამსახურის სისტემაში. დაწესებულება მისთვის პენიტენციური კოდექსითა და ამ დებულებით განსაზღვრული ცალკეული ფუნქციების შესრულებისას არის ადმინისტრაციული ორგანო.
2. დაწესებულებაში განთავსებული არიან ქალი ბრალდებულები/მსჯავრდებულები, მათ შორის, არასრულწლოვანები. არასრულწლოვანი მსჯავრდებული თავსდება დაწესებულების არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო ნაწილში და მასზე ვრცელდება არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისთვის დადგენილი ნორმები. არასრულწლოვანი ბრალდებული თავსდება არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო ნაწილში, სპეციალურ საკანში, არასრულწლოვანი მსჯავრდებულისგან განცალკევებით და მასზე ვრცელდება არასრულწლოვანი ბრალდებულისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პირობები და თავისებურებები.
3. დაწესებულების ტერიტორია იყოფა პატიმრობისა და არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო, გათავისუფლებისთვის მომზადების, ნახევრად ღია ტიპისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის ნაწილებად. დაწესებულებაში შესაბამისი ნაწილების კონკრეტულ ტერიტორიებად დაყოფას დაწესებულების დირექტორის წარდგინებით განსაზღვრავს სამსახურის გენერალური დირექტორი.
4. დაწესებულება არის განსაკუთრებულად დაცული, შეიარაღებული დაცვით უზრუნველყოფილი, სპეციალური დამცავი ზღუდეებით გარშემორტყმული დაწესებულება, რომელშიც უზრუნველყოფილია მსჯავრდებულთა მუდმივი მეთვალყურეობა.
5. დაწესებულება თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, პენიტენციური კოდექსით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.
6. დაწესებულებას არ აქვს საკუთარი ქონება და მის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს სამსახური. დაწესებულების დაფინანსება ხორციელდება სამსახურისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
7. დაწესებულებას აქვს საკუთარი ბეჭედი, შტამპი და ბლანკი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, დაწესებულების სახელწოდებისა და მისამართის აღნიშვნით.
8. დაწესებულების მისამართია: ქ. რუსთავ