1. ორსული ქალებისა და მეძუძური დედებისთვის სხვა ბრალდებულებისგან/მსჯავრდებულებისგან შედარებით გაუმჯობესებული საყოფაცხოვრებო და კვების პირობების შექმნის მიზნით მოწყობილია დედათა და ბავშვთა სახლი, სადაც დედის შუამდგომლობით, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების ნებართვითა და დაწესებულების დირექტორის თანხმობით, განთავსებულნი არიან დედები 3 წლამდე ბავშვებთან ერთად.

2. დედათა და ბავშვთა სახლი გამოყოფილი უნდა იყოს სხვა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საცხოვრებლისგან და აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი ინვენტარით.

3. დაწესებულება ვალდებულია იზრუნოს ბრალდებულ/მსჯავრდებულ დედასთან მცხოვრებ ბავშვებზე, უპირატესად დაიცვას მათი ინტერესები და შეუქმნას მათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საუკეთესო პირობები.

4. თუ დედათა და ბავშვთა სახლიდან მოხდა ბავშვის დროებითი გაყვანა ოჯახის წევრების ან/და შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე სხვა წარმომადგენლის მიერ ერთ თვეზე მეტი ხნით, შესაძლებელია ბავშვის დაბრუნებამდე დედა გადაყვანილ იქნეს დედათა და ბავშვთა სახლიდან საერთო საცხოვრებელში.

5. დედათა და ბავშვთა სახლში მყოფი 3 წლამდე ბავშვის კვებას, სამედიცინო მომსახურებასა და სანიტარიულ-ჰიგიენურ პირობებს უზრუნველყოფს სამსახური.

6. დედათა და ბავშვთა სახლში მყოფი 3 წლამდე ბავშვის კვების ნორმები და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

7. დაწესებულებას მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე შეუძლია დედას აუკრძალოს არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობა.

8. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მსჯავრდებული სისტემატურად თავს არიდებს მშობლის მოვალეობების შესრულებას, მათ არაჯეროვნად ასრულებს, ბოროტად იყენებს მშობლის უფლებებს, დაწესებულების დირექტორი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აცნობოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს შესაბამისი რეაგირებისთვის.

9. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე დაწესებულების გათავისუფლების მომზადების თავისუფლების აღკვეთის ნაწილში მოთავსებულ მსჯავრდებულთა მიმართ.

თავი III

პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულე