1. დაწესებულების ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის ნაწილში მსჯავრდებულები განთავსებული არიან საერთო საცხოვრებელში, სადაც მათი ან სხვა პირთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სხვა კანონიერი ინტერესებიდან გამომდინარე, აგრეთვე ამ დებულების მოთხოვნათა დაცვის მიზნით, შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულებს უფლება აქვთ, დამოუკიდებლად, ამ დებულებით დადგენილი წესით გადაადგილდნენ დაწესებულების ტერიტორიაზე, გარდა ღამის საათებისა.
2. დაწესებულების დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის ნაწილში მსჯავრდებულები განთავსებული არიან სპეციალურ საკნებში, სადაც მათი ან სხვა პირთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სხვა კანონიერი ინტერესებიდან გამომდინარე, აგრეთვე ამ დებულების მოთხოვნათა დაცვის მიზნით, შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. დაწესებულებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXVI (სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ დანაშაული), XXVII (ფულად-საკრედიტო სისტემაში დანაშაული), XXVIII (საფინანსო საქმიანობის სფეროში დანაშაული), XXIX (სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში სამსახურის ინტერესის წინააღმდეგ დანაშაული), XXXV (კიბერდანაშაული) და XXXIX (სამოხელეო დანაშაული) თავებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებული, როგორც წესი, განთავსებულია სხვა მსჯავრდებულისგან განცალკევებით.
4. დაწესებულებაში არამწეველი მსჯავრდებული, როგორც წესი, განთავსებულია თამბაქოს მომხმარებელი მსჯავრდებულისგან განცალკევები