1. სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ფუნქციებია:

ა) მსჯავრდებულთა მიერ ამ დებულებისა და დღის განრიგის დაცვაზე ზედამხედველობა, ამ დებულებისა და დღის განრიგის მოთხოვნების ან სხვა დარღვევაზე შესაბამისი რეაგირება;

ბ) მსჯავრდებულებისთვის სასჯელის მოხდის პირობების, მათი უფლებების და მათ მიმართ დაწესებულების მოსამსახურეების მოპყრობის წესების, ინფორმაციის მიღებისა და საჩივრის შეტანის წესების, დისციპლინური და სხვა სახის მოთხოვნების განმარტება მათთვის გასაგები ფორმით და გასაგებ ენაზე; აგრეთვე, მსჯავრდებულთა გაფრთხილება ამ დებულებისა და დღის განრიგის მოთხოვნების დარღვევის გამო პასუხისმგებლობის თაობაზე;

გ) მსჯავრდებულის მიერ დისციპლინური დარღვევის შემთხვევაში, დისციპლინური დარღვევის ოქმის შედგენა და დისციპლინურ საქმისწარმოებასთან დაკავშირებული სხვა მასალების მომზადება, მსჯავრდებულთათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელის აღსრულება;

დ) მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების ან წახალისების მიზნით უფლებამოსილი თანამდებობის პირებისთვის წინადადებების წარდგენა;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, მსჯავრდებულთა შეხვედრებისა და პაემნების ორგანიზება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ვ) დაწესებულების ტერიტორიაზე დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების კონტროლი;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში მსჯავრდებულთა ამანათების, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიღება-გაგზავნის პროცესში მონაწილეობა დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურეებთან ერთად;

თ) მსჯავრდებულთა განთავსებისა და მსჯავრდებულთა სამუშაო ადგილებში მათ ქცევაზე ვიზუალური კონტროლის განხორციელება;

ი) მსჯავრდებულთა მიერ მოწყობილობების, სამუშაო ინსტრუმენტების, ელექტროენერგიის, ნედლეულისა და მასალების არადანიშნულებისამებრ ან ფარულად გამოყენების, აგრეთვე სხვადასხვა ნაგებობის, მოწყობილობის, სათავსოს თვითნებურად აგების/გადაკეთების აღკვეთა;

კ) მსჯავრდებულთათვის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ბასრი, მჭრელი და მჩხვლეტავი ინსტრუმენტების გაცემა-ჩაბარების კონტროლი;

ლ) დაწესებულებაში არსებული ვითარების შესახებ ოპერატიული მორიგის სისტემატური ინფორმირება;

მ) დასაცავი ობიექტების, შესაბამისი ინვენტარის, ტექნიკური და საკომუნიკაციო საშუალებების გამართულობის და სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის შემოწმება;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში, დაწესებულების ტერიტორიაზე საკონტროლო-გამშვები რეჟიმის ორგანიზების კონტროლი;

ო) კომპეტენციის ფარგლებში, დაწესებულებაში შემსვლელი და დაწესებულებიდან გამსვლელი პირების შემოწმების ხელშეწყობა;

პ) დაწესებულების ტერიტორიაზე მსჯავრდებულთა გადაადგილების, მათ მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სპეციალური ტანსაცმლის/ფეხსაცმლის გამოყენების დაცვაზე კონტროლი;

ჟ) დაწესებულების მოსამსახურეთა და დაწესებულებაში მყოფ პირთა მიერ მსჯავრდებულებთან ურთიერთობის დადგენილი წესების დაცვაზე კონტროლი;

რ) დადგენილი წესის შესაბამისად, მსჯავრდებულთა რაოდენობრივი და ვიზუალური შემოწმება;

ს) საჭიროების არსებობისას, დაწესებულების ტერიტორიაზე მსჯავრდებულთა ორგანიზებულად გადაადგილება;

ტ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გარემოებების არსებობისას, მსჯავრდებულთა პირადი სრული და არასრული შემოწმების ჩატარება, საკნის/საერთო საცხოვრებლის, სხვა სივრცეების, სათავსოებისა და ეზოს შემოწმება-დათვალიერება, აკრძალული ნივთების ამოღება დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურეებთან ერთად;

უ) კომპეტენციის ფარგლებში, მსჯავრდებულის დახასიათების მომზადება;

ფ) კომპეტენციის ფარგლებში, მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის შეფასებასა და პერიოდულ გადაფასებასთან დაკავშირებულ საქმიანობაში მონაწილეობა;

ქ) კომპეტენციის ფარგლებში, შემთხვევის მართვის პროცესში ჩართულობა და მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „სრულწლოვან მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მიზნით რისკისა და საჭიროებების შეფასების, აგრეთვე, ინდივიდუალური გეგმის მომზადების, განხორციელებისა და მონიტორინგის წესით (შემთხვევის მართვის წესით)“ გათვალისწინებული შესაბამისი დანართების შევსება;

ღ) კომპეტენციის ფარგლებში, მსჯავრდებულთა კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;

ყ) დაწესებულების დირექტორისთვის განყოფილების საქმიანობის პერიოდული ანგარიშის წარდგენა;

შ) საგუშაგოებზე სამორიგეო ჯგუფების საქმიანობის კოორდინაცია;

ჩ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

2. დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილება ვალდებულია მაქსიმალურად შეუწყოს ხელი მსჯავრდებულთა მიერ სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის განხორციელებას, აგრეთვე მსჯავრდებულთა სხვა სარეაბილიტაციო ღონისძიებებში მონაწილეობა