1. სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ფუნქციებია:
ა) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ ამ დებულებისა და დღის განრიგის დაცვაზე ზედამხედველობა, ამ დებულებისა და დღის განრიგის მოთხოვნების ან სხვა დარღვევაზე შესაბამისი რეაგირება;
ბ) ბრალდებულებისათვის/მსჯავრდებულებისათვის პატიმრობის/სასჯელის მოხდის პირობების, მათი უფლებების და მათ მიმართ დაწესებულების მოსამსახურეების მოპყრობის წესების, ინფორმაციის მიღებისა და საჩივრის შეტანის წესების, დისციპლინური და სხვა სახის მოთხოვნების განმარტება მათთვის გასაგები ფორმით და გასაგებ ენაზე; ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაფრთხილება ამ დებულებისა და დღის განრიგის მოთხოვნების დარღვევის გამო პასუხისმგებლობის თაობაზე;
გ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ დისციპლინური დარღვევის შემთხვევაში, დისციპლინური დარღვევის ოქმის შედგენა და დისციპლინურ საქმისწარმოებასთან დაკავშირებული სხვა მასალების მომზადება, ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელის აღსრულება;
დ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების ან წახალისების მიზნით უფლებამოსილი თანამდებობის პირებისათვის წინადადებების წარდგენა;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შეხვედრებისა და პაემნებისათვის საჭირო მოქმედებების განხორციელება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ამანათებისა და გზავნილების მიღება-გაგზავნის ორგანიზება, უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურეებთან ერთად;
ზ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა განთავსებისა და მსჯავრდებულთა სამუშაო ადგილებში მათ ქცევაზე ვიზუალური კონტროლის განხორციელება;
თ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ მოწყობილობების, სამუშაო ინსტრუმენტების, ელექტროენერგიის, ნედლეულისა და მასალების არადანიშნულებისამებრ ან ფარულად გამოყენების, აგრეთვე, სხვადასხვა ნაგებობის, მოწყობილობის, სათავსოს თვითნებურად აგების/გადაკეთების აღკვეთა;
ი) ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ბასრი, მჭრელი და მჩხვლეტავი ინსტრუმენტების გაცემა-ჩაბარების კონტროლი;
კ) დაწესებულებაში არსებული ვითარების შესახებ ოპერატიული მორიგის სისტემატური ინფორმირება;
ლ) დაწესებულების შესაბამის დანაყოფებზე დასაცავი ობიექტების, შესაბამისი ინვენტარის, ტექნიკური და საკომუნიკაციო საშუალებების გამართულობის და სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის შემოწმება;
მ) კომპეტენციის ფარგლებში დაწესებულების ტერიტორიაზე საკონტროლო-გამშვები რეჟიმის ორგანიზების კონტროლი;
ნ) დაწესებულების ტერიტორიაზე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაადგილების, მათ მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ტანსაცმლის, აქსესუარების, სამკერდე და სხვა ამოსაცნობი ნიშნების გამოყენების დაცვაზე კონტროლი;
ო) დაწესებულების მოსამსახურეთა და დაწესებულებაში მყოფ პირთა მიერ ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან ურთიერთობის დადგენილი წესების დაცვაზე კონტროლი;
პ) დადგენილი წესის შესაბამისად, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რაოდენობრივი და ვიზუალური შემოწმება;
ჟ) დაწესებულებაში არსებულ სივრცეებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაადგილების კონტროლი;
რ) საჭიროების არსებობისას, დაწესებულების ერთი დანაყოფიდან მეორე დანაყოფში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ორგანიზებულად გაყვანა;
ს) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გარემოებების არსებობისას, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სრული და არასრული შემოწმების ჩატარება, საკნების/საერთო საცხოვრებლის, სხვა სივრცეების, სათავსებისა და ეზოს შემოწმება-დათვალიერება, აკრძალული საგნების, ნივთიერებებისა და კვების პროდუქტების ამოღება, დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურეებთან ერთად;
ტ) კომპეტენციის ფარგლებში მსჯავრდებულის დახასიათების შევსება;
უ) კომპეტენციის ფარგლებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
ფ) დაწესებულების ხელმძღვანელებისათვის პერიოდული ანგარიშების წარდგენა;
ქ) კომპეტენციის ფარგლებში მსჯავრდებულთა საშიშროების რისკების მიხედვით კლასიფიკაციასთან დაკავშირებულ საქმიანობაში მონაწილეობა;
ღ) დაწესებულების დანაყოფების საგუშაგოებზე სამორიგეო ჯგუფების საქმიანობის კოორდინაცია;
ყ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.
2. სამართლებრივი რეჟიმის განყოფილება ვალდებულია, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი მსჯავრდებულთა მიერ სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის განხორციელებას, აგრეთვე, მსჯავრდებულთა სხვა სარეაბილიტაციო ღონისძიებებში მონაწილეობა