1. სპეციალური აღრიცხვის განყოფილების ფუნქციებია:
ა) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა აღრიცხვა;
ბ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმეების წარმოება;
გ) დაწესებულებიდან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანის დოკუმენტაციის მომზადება;
დ) მსჯავრდებულთა შეწყალების, გათავისუფლების დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ე) კომპეტენციის ფარგლებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში მსჯავრდებულთა დახასიათების მომზადება;
ზ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე და 73-ე მუხლებით განსაზღვრული ფაქტობრივად მოხდილი სასჯელის ვადების გამოთვლა და კონტროლი;
თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
2. სპეციალური აღრიცხვის განყოფილება ვალდებულია, ყოველი სამუშაო კვირის დასასრულს სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს მიაწოდოს ინფორმაცია განყოფილების საქმიანობის, ბრალდებულის/მსჯავრდებულის გათავისუფლებისა და მისი პირადი საქმის წარმოების შესახებ.
3. სპეციალური აღრიცხვის განყოფილება უფლებამოსილია, ამ მუხლით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიიღოს და გამოიყენოს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ (შემდგომ – სერვისების განვითარების სააგენტო), მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული პერსონალური მონაცემებ