ადმინისტრაციული განყოფილების ფუნქციებია:
ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კორესპონდენციის, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა წერილების, საჩივრების, წინადადებების და განცხადებების აღრიცხვა, მათი დროულად მიღებისა და გაგზავნის ორგანიზება;
ბ) საიდუმლო დოკუმენტაციის აღრიცხვა, მათი დროულად მიღებისა და გაგზავნის ორგანიზება და შენახვის კონტროლი;
გ) დაწესებულების საბუღალტრო-საფინანსო მომსახურების განხორციელება;
დ) მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს ერთი სამუშაო დღისა, განხორციელებული საბუღალტრო-საფინანსო საქმიანობის შესახებ სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის წერილობითი ფორმით ინფორმირება, მათ შორის, საბუღალტრო-საფინანსო სფეროში დაწესებულების მიერ შექმნილი პირველადი დოკუმენტების სამსახურისთვის გადაგზავნა;
ე) საჭიროებისამებრ, არანაკლებ კვარტალში ერთხელ, სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველოს მიერ დაწესებულებაში გადაგზავნილი ანგარიშის (შესაბამისი ელექტრონული პროგრამიდან ექსპორტირებული მონაცემები – „რეპორტი“) შედარება და ხელმოწერით დადასტურება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში დაწესებულების დირექტორის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, დაწესებულებაში მომზადებული სამართლებრივი დოკუმენტაციის ექსპერტიზა/ვიზირება;
ზ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაწესებულების დირექტორის მიერ სანოტარო მოქმედების განხორციელებასთან დაკავშირებული საქმიანობის უზრუნველყოფა;
თ) დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებით, საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში და ადმინისტრაციული ორგანოების წინაშე წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიმართ დისციპლინურ საქმისწარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შესწავლა და დისციპლინური სახდელის შეფარდებასთან დაკავშირებით დაწესებულების დირექტორის შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება;
კ) დაწესებულების სტრუქტურული ერთეულებისათვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა;
ლ) დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
მ) დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ნ) ყოველი თვის დასასრულს, განხორციელებული სამართლებრივი საქმიანობის, მათ შორის, მომზადებული სამართლებრივი აქტების შესახებ, სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და სასამართლოებში წარმომადგენლობის სამმართველოს წერილობით ინფორმირება;
ო) სასამართლოში დაწესებულების მხარედ (მოსარჩელე, მოპასუხე, მესამე პირი) ყოფნის შემთხვევაში, მოცემული გარემოების გამოვლენიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და სასამართლოებში წარმომადგენლობის სამმართველოს წერილობითი ფორმით ინფორმირება;
პ) დაწესებულების საქმიანობიდან გამომდინარე, მოქალაქეებისათვის კონსულტაციის გაწევა;
ჟ) დაწესებულებისა და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მატერიალურ-ტექნიკური საჭიროებების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ზომების მიღება კომპეტენციის ფარგლებში;
რ) სამუშაო და ყოფითი პირობების ტექნიკური მოწყობის უზრუნველყოფა;
ს) დაწესებულების ელექტროენერგიით, ბუნებრივი აირითა და წყლით მომარაგების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება და დანახარჯების აღრიცხვა;
ტ) დაწესებულების საწყობში მიღებული ინვენტარის აღრიცხვა, მიღება-გაცემა;
უ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებ