1. უსაფრთხოების განყოფილების ფუნქციებია:

ა) ბრალდებულების/მსჯავრდებულების, დაწესებულების მოსამსახურეებისა და დაწესებულების ტერიტორიაზე მყოფი სხვა პირების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

ბ) დაწესებულებაში დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა;

გ) დაწესებულების საინჟინრო-ტექნიკური პერსონალის მიერ მოწყობილობების გამოყენების დადგენილი მოთხოვნების დაცვაზე კონტროლი;

დ) დაწესებულების ტერიტორიაზე დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებზე კონტროლი;

ე) სასჯელის მოხდის დადგენილი წესის დარღვევის თავიდან აცილება;

ვ) დაწესებულებიდან გაქცეულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ძებნაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;

ზ) დაწესებულებაში უსაფრთხოების დაცვის, აკრძალული ნივთებისა და ნივთიერებების აღმოჩენისა და ამოღების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაწესებულების ტერიტორიის, შენობა-ნაგებობებისა და ტერიტორიაზე მყოფ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და სხვა პირების, მათი ნივთების, ნივთიერებებისა და ადგილსამყოფელის შემოწმება, აგრეთვე, აკრძალული საგნების, ნივთებისა და ნივთიერებების ამოღება, მიღების არხების გამოვლენა და აღკვეთის უზრუნველყოფა;

თ) კომპეტენციის ფარგლებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ამანათებისა და გზავნილების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაგზავნის ორგანიზება, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მოსამსახურეებთან ერთად, აგრეთვე ამანათების მიღება-გაგზავნაზე ზედამხედველობა;

ი) უსაფრთხოებისა და ძებნის ნაწილში დაწესებულების საქმიანობის ორგანიზაციულ-მეთოდური უზრუნველყოფა;

კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება და ამ დებულებით განსაზღვრული დოკუმენტაციის აღრიცხვა, მათი დროულად მიღება-გაგზავნის ორგანიზება და შენახვის კონტროლი;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში დაწესებულების ტერიტორიაზე საკონტროლო-გამშვები რეჟიმის ორგანიზების კონტროლი, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მოსამსახურეებთან ერთად;

მ) სატრანსპორტო საშუალების დაწესებულების ტერიტორიაზე შემოსვლისას სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ზედამხედველობა და კონტროლი;

ნ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება.

2. უსაფრთხოების განყოფილება ვალდებულია, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი მსჯავრდებულთა მიერ სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის განხორციელებას, აგრეთვე მსჯავრდებულთა სხვა სარეაბილიტაციო ღონისძიებებში მონაწილეობა