1. დაწესებულების ამოცანებია:

ა) პატიმრობის, როგორც აღკვეთის ღონისძიების, აღსრულების უზრუნველყოფა;

ბ) თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის აღსრულება;

გ) დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

დ) მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია.

2. დაწესებულების ფუნქციებია:

ა) დაწესებულებაში ბრალდებულთა მიერ – პატიმრობის, ხოლო მსჯავრდებულთა მიერ სასჯელის მოხდისათვის შესაბამისი საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კვებით უზრუნველყოფა;

ბ) დაწესებულებაში სამეურნეო სამუშაოების ორგანიზება;

გ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის გარე სამყაროსთან კონტაქტის – ახლო ნათესავებთან შეხვედრის (პაემნების), სატელეფონო საუბრის, მიმოწერის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით სარგებლობის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

დ) დაწესებულების ტერიტორიასა და მისადმი დაქვემდებარებულ ობიექტებზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების, ამ დებულების, დაწესებულების დღის განრიგისა (შემდგომ – დღის განრიგი) და სამართლებრივი რეჟიმის დაცვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

ე) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში;

ვ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამედიცინო შემოწმების ჩატარებისა და მკურნალობის ხელშეწყობა;

ზ) დაწესებულებაში უსაფრთხოების დაცვის, აკრძალული ნივთებისა და ნივთიერებების აღმოჩენისა და ამოღების მიზნით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაწესებულების ტერიტორიის, შენობა-ნაგებობებისა და ტერიტორიაზე მყოფ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და სხვა პირების, მათი ნივთების, ნივთიერებებისა და ადგილსამყოფელის შემოწმება;

თ) ამ დებულების მოთხოვნების შესაბამისად, დაწესებულების ტერიტორიაზე მყოფი პირების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით დაწესებულების ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა ან აკრძალვა, დაწესებულებაში გარეშე პირების შესვლის შეჩერება, მათ მიერ შესაბამისი ტერიტორიის დატოვების უზრუნველყოფა;

ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხოების ღონისძიებების გამოყენება;

კ) კომპეტენციის ფარგლებში დაწესებულებაში კრიზისული სიტუაციების მართვა;

ლ) პატიმრობის კოდექსით განსაზღვრული დისციპლინური სახდელის სახეებისა და წახალისების ფორმების გამოყენება;

მ) დაწესებულებაში განთავსებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სხვა მოწყვლად ჯგუფებზე ზრუნვა, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ ასაკის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო;

ნ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმეების წარმოება, საჭიროების შემთხვევაში, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ფოტოგრაფირება და დაქტილოსკოპირება;

ო) დაწესებულების საქმიანობასთან, აგრეთვე მსჯავრდებულების მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის აღსრულებასთან დაკავშირებით, წინადადებების შემუშავება და სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორისათვის წარდგენა;

პ) მსჯავრდებულთა გათავისუფლებისა და საზოგადოებაში რეინტეგრაციისათვის მომზადება;

ჟ) დაწესებულებაში კულტურული, რელიგიური, სპორტული და სხვა სოციალური აქტივობების ორგანიზება;

რ) იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან თანამშრომლობა მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია/რეაბილიტაციის პროგრამების შემუშავების/განხორციელების მიზნით;

ს) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

თავი II

დაწესებულების მართვა და მისი საქმიანობის ორგანიზე