1. დაწესებულებაში ბრალდებულები განთავსებული არიან სპეციალურ საკნებში, ხოლო მსჯავრდებულები – საერთო საცხოვრებელში, სადაც, მათი ან სხვა პირების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე და ამ დებულების მოთხოვნათა დაცვის მიზნით, შესაძლებელია, განხორციელდეს ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. დაწესებულებაში მსჯავრდებულები და ბრალდებულები განთავსებული არიან ერთმანეთისაგან განცალკევებით.

3. დაწესებულებაში არამწეველი ბრალდებული/მსჯავრდებული, როგორც წესი, განთავსებულია თამბაქოს მომხმარებელი ბრალდებულისაგან/მსჯავრდებულისაგან განცალკევები