1. დაწესებულებაში ბრალდებულები და მსჯავრდებულები განთავსებული არიან სპეციალურ საკნებში, სადაც მათი ან სხვა პირთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სხვა კანონიერი ინტერესებიდან გამომდინარე და ამ დებულების მოთხოვნათა დაცვის მიზნით, შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. დაწესებულებაში ბრალდებულები და მსჯავრდებულები განთავსებული არიან ერთმანეთისგან განცალკევებით. არასრულწლოვანები თავსდებიან სრულწლოვნებისგან განცალკევებით.

3. დაწესებულებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXVI (სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ დანაშაული), XXVII (ფულად-საკრედიტო სისტემაში დანაშაული), XXVIII (საფინანსო საქმიანობის სფეროში დანაშაული), XXIX (სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში სამსახურის ინტერესის წინააღმდეგ დანაშაული), XXXV (კიბერდანაშაული) და XXXIX (სამოხელეო დანაშაული) თავებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ბრალდებული/მსჯავრდებული, როგორც წესი, განთავსებულია სხვა ბრალდებულისგან/მსჯავრდებულისგან განცალკევებით.

4. დაწესებულებაში არამწეველი ბრალდებული/მსჯავრდებული, როგორც წესი, განთავსებულია თამბაქოს მომხმარებელი ბრალდებულისგან/მსჯავრდებულისგან განცალკევები