1. უსაფრთხოების განყოფილების ფუნქციებია:
ა) ბრალდებულების/მსჯავრდებულების, დაწესებულების მოსამსახურეებისა და დაწესებულების ტერიტორიაზე მყოფი სხვა პირების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ბ) დაწესებულებაში დანაშაულისა და სამართალდარღვევის პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა;
გ) დაწესებულების საინჟინრო-ტექნიკური პერსონალის მიერ მოწყობილობების გამოყენების დადგენილი მოთხოვნების დაცვაზე კონტროლი;
დ) დაწესებულების ტერიტორიაზე დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებზე კონტროლი;
ე) სასჯელის მოხდის დადგენილი წესის დარღვევის თავიდან აცილება;
ვ) დაწესებულებიდან გაქცეულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ძებნაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;
ზ) დაწესებულებაში უსაფრთხოების დაცვის, აკრძალული ნივთების აღმოჩენისა და ამოღების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაწესებულების ტერიტორიის, შენობა-ნაგებობებისა და ტერიტორიაზე მყოფ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და მათი ნივთების, ადგილსამყოფლის შემოწმება, აგრეთვე აკრძალული ნივთების ამოღება, მიღების არხების გამოვლენა და აღკვეთის უზრუნველყოფა;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, დაწესებულებაში შემსვლელი და დაწესებულებიდან გამსვლელი პირების შემოწმების ხელშეწყობა;
ი) კომპეტენციის ფარგლებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ამანათების, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიღება-გაგზავნის პროცესში მონაწილეობა დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მოსამსახურეებთან ერთად;
კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება და შესაბამისი დოკუმენტაციის აღრიცხვა, მათი დროულად მიღება-გაგზავნის ორგანიზება და შენახვის კონტროლი;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში დაწესებულების ტერიტორიაზე საკონტროლო-გამშვები რეჟიმის ორგანიზების ხელშეწყობა, დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მოსამსახურეებთან ერთად;
მ) სატრანსპორტო საშუალების დაწესებულების ტერიტორიაზე შესვლისას სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ზედამხედველობა და კონტროლი;
ნ) ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ბასრი, მჭრელი და მჩხვლეტავი ინსტრუმენტების გაცემა-ჩაბარების კონტროლი;
ო) შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით, დაწესებულებაში კრიმინალური სუბკულტურის მიმდევარ პირთა გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება;
პ) კომპეტენციის ფარგლებში მსჯავრდებულთა დახასიათების მომზადება;
ჟ) კომპეტენციის ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
რ) დაწესებულების დირექტორისთვის განყოფილების საქმიანობის პერიოდული ანგარიშის წარდგენა;
ს) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
2. დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილება ვალდებულია მაქსიმალურად შეუწყოს ხელი მსჯავრდებულთა მიერ სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის განხორციელებას, აგრეთვე ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სხვა სარეაბილიტაციო ღონისძიებებში მონაწილეობა