1. დაწესებულების ამოცანების განხორციელების, ფუნქციების შესრულებისა და სამართლებრივი რეჟიმის სრულყოფილად ორგანიზების მიზნით იქმნება სტრუქტურული ერთეულები.
2. დაწესებულების სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადმინისტრაციული განყოფილება;
ბ) უსაფრთხოების განყოფილება;
გ) სამართლებრივი რეჟიმის განყოფილება;
დ) სპეციალური აღრიცხვის განყოფილება;
ე) არასრულწლოვან ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განყოფილება.
3. დაწესებულების სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს განყოფილების/სამმართველოს უფროსი.
4. დაწესებულებაში საქმიანობას ახორციელებს დაწესებულების მოხელე, სამსახურის მოხელე და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი (შემდგომ – მოსამსახურე).
5. დაწესებულების მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დებულებითა და სამსახურის გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით.
6. დაწესებულების მოსამსახურეთა შრომითი ურთიერთობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობი