1. დაწესებულების ამოცანებია:
ა) თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის აღსრულება;
ბ) დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
გ) მსჯავრდებულის საშიშროების რისკის შემცირების ხელშეწყობა;
დ) მსჯავრდებულის რეაბილიტაციის/რესოციალიზაციის და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა.
2. დაწესებულების ფუნქციებია:
ა) მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის მომზადება და ამ გეგმის შესაბამისად სასჯელის მოხდის ორგანიზება;
ბ) ინდივიდუალური გეგმის ფარგლებში მსჯავრდებულთათვის შრომის, განათლების ან/და სოციალურ აქტივობებში მონაწილეობის შესაძლებლობის შექმნა;
გ) დაწესებულებაში მსჯავრდებულთა მიერ სასჯელის მოხდისთვის შესაბამისი საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა და მსჯავრდებულთა კვებით უზრუნველყოფა;
დ) დაწესებულებაში სამეურნეო სამუშაოების ორგანიზება;
ე) მსჯავრდებულის გარე სამყაროსთან კონტაქტის – პაემნების, სატელეფონო საუბრის, მიმოწერის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით სარგებლობის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
ვ) დაწესებულების ტერიტორიასა და მისდამი დაქვემდებარებულ ობიექტებზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების, ამ დებულების, დაწესებულების დღის განრიგისა (შემდგომ – დღის განრიგი) და სამართლებრივი რეჟიმის დაცვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
ზ) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში;
თ) მსჯავრდებულთა სამედიცინო შემოწმების ჩატარებისა და მკურნალობის ხელშეწყობა;
ი) დაწესებულებაში უსაფრთხოების დაცვის, აკრძალული ნივთების აღმოჩენისა და ამოღების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაწესებულების ტერიტორიის, შენობა-ნაგებობების,მსჯავრდებულთა და მათი ნივთების, სპეციალური საკნისა და შიდა კლასიფიკაციის საკნის (შემდგომ − საკანი), აგრეთვე საერთო საცხოვრებლის შემოწმება;
კ) კომპეტენციის ფარგლებში, დაწესებულებაში შემსვლელი და დაწესებულებიდან გამსვლელი პირების შემოწმების ხელშეწყობა;
ლ) ამ დებულების მოთხოვნების შესაბამისად, დაწესებულების ტერიტორიაზე მყოფი პირების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, დაწესებულების ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა ან აკრძალვა, დაწესებულებაში გარეშე პირების შესვლის შეჩერება, მათ მიერ შესაბამისი ტერიტორიის დატოვების უზრუნველყოფა;
მ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხოების ღონისძიებების გამოყენება;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში დაწესებულებაში კრიზისული ვითარების მართვა;
ო) პენიტენციური კოდექსით განსაზღვრული დისციპლინური სახდელის სახეებისა და წახალისების ფორმების გამოყენება;
პ) დაწესებულებაში განთავსებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მსჯავრდებულებსა და სხვა მოწყვლად ჯგუფებზე ზრუნვა, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ ასაკის ან/და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დაწესებულებაში არსებული ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით;
ჟ) მსჯავრდებულთა პირადი საქმისა და მსჯავრდებულთა რეესტრის წარმოება, საჭიროების შემთხვევაში, მსჯავრდებულთა ფოტოგრაფირება და დაქტილოსკოპირება;
რ) მსჯავრდებულის დაწესებულებაში მიღებისას მისგან ბიოლოგიური ნიმუშის აღების უზრუნველყოფა „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
ს) დაწესებულების საქმიანობასთან, აგრეთვე, თავისუფლების აღკვეთის აღსრულებასთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება და სამსახურის გენერალური დირექტორისთვის წარდგენა;
ტ) მსჯავრდებულთა ფსიქო-სოციალური მომსახურებითა და სხვადასხვა სოციალური აქტივობებით უზრუნველყოფის ხელშეწყობა, მსჯავრდებულთა შემთხვევის მართვის პროცესში ჩართულობა;
უ)დაწესებულებაში კულტურული, რელიგიური, სპორტული და სხვა სოციალური აქტივობების ორგანიზების ხელშეწყობა;
ფ) იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან თანამშრომლობა მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის/რეაბილიტაციის პროგრამების შემუშავების/განხორციელების მიზნით;
ქ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
დაწესებულების მართვა და მისი საქმიანობის ორგანიზე