ადმინისტრაციული განყოფილების ფუნქციებია:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კორესპონდენციის, მსჯავრდებულთა წერილების, მოთხოვნების, საჩივრების, წინადადებების და განცხადებების აღრიცხვა, მათი დროულად მიღებისა და გაგზავნის ორგანიზება;

ბ) საიდუმლო დოკუმენტაციის აღრიცხვა, მათი დროულად მიღებისა და გაგზავნის ორგანიზება და შენახვის კონტროლი;

გ) დაწესებულების საბუღალტრო − საფინანსო მომსახურების განხორციელება;

დ) დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 1 სამუშაო დღისა, განხორციელებული საბუღალტრო − საფინანსო საქმიანობის შესახებ სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის წერილობითი ფორმით ინფორმირება, მათ შორის, საბუღალტრო-საფინანსო სფეროში დაწესებულების მიერ შექმნილი პირველადი დოკუმენტების სამსახურისთვის გადაგზავნა;

ე) საჭიროებისამებრ, არანაკლებ კვარტალში ერთხელ, სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველოს მიერ დაწესებულებაში გადაგზავნილი ანგარიშის (შესაბამისი ელექტრონული პროგრამიდან ექსპორტირებული მონაცემები – „რეპორტი“) შედარება და ხელმოწერით დადასტურება;

ვ) სასამართლოში დაწესებულების მხარედ (მოსარჩელე, მოპასუხე, მესამე პირი) ყოფნის შემთხვევაში, მოცემული გარემოების გამოვლენიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს წერილობითი ფორმით ინფორმირება;

ზ) დაწესებულების საქმიანობიდან გამომდინარე, მოქალაქეებისთვის კონსულტაციის გაწევა;

თ) კომპეტენციის ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;

ი) დაწესებულების დირექტორითვის განყოფილების საქმიანობის პერიოდული ანგარიშის წარდგენა;

კ) დაწესებულებისა და მსჯავრდებულთა მატერიალურ-ტექნიკური საჭიროებების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში;

ლ) სამუშაო და ყოფითი პირობების ტექნიკური მოწყობის უზრუნველყოფა;

მ) დაწესებულების ელექტროენერგიით, ბუნებრივი აირითა და წყლით მომარაგების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება და დანახარჯების აღრიცხვა;

ნ) დაწესებულების საწყობში მიღებული ინვენტარის აღრიცხვა და მიღება-გაცემა;

ო) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებ