1. დაწესებულებაში მსჯავრდებულთა ადგილზე ყოფნის შემოწმება ხდება ყოველდღიურად, დილით და საღამოს, დღის განრიგით განსაზღვრულ საათებში. საჭიროების შემთხვევაში არაგეგმური შემოწმება შეიძლება ჩატარდეს დღე-ღამის ნებისმიერ დროს.

2. მსჯავრდებულთა ადგილზე ყოფნის შემოწმება ტარდება დათვლისა და სიის ამოკითხვის გზით. შემოწმების დროს მსჯავრდებული მოწესრიგებულ მდგომარეობაში გამოდის საკნიდან/საერთო საცხოვრებლიდან ხოლო შემოწმებისა და სიის ამოკითხვის შემდეგ ბრუნდება უკა