1. დაწესებულების ტერიტორიისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების დათვალიერება ხორციელდება თვეში არანაკლებ ორჯერ, ხოლო ცალკეულ შემთხვევაში − დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, არსებული ვითარებიდან გამომდინარე.

2. ცალკეული სათავსო და ტერიტორია შეიძლება დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების განყოფილებების მოსამსახურეებმა ერთობლივად დაათვალიერონ.

3. დაწესებულების ტერიტორიისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების დათვალიერების ჩატარება უნდა იყოს მოულოდნელი და მისი მზადება უნდა მიმდინარეობდეს ფარულად.

4. დაწესებულების ტერიტორიისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების დათვალიერებაში შეიძლება ჩართულ იქნეს სამორიგეო ცვლის შემადგენლობა.

5. დაწესებულების ტერიტორიისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების არაგეგმური დათვალიერება განისაზღვრება დაწესებულების დირექტორის მიერ ოპერატიული ვითარებიდან გამომდინარე.

6. დათვალიერების ჩატარებისას დაწესებულებაში ბრალდებულები/მსჯავრდებულები შეგროვდებიან ამისთვის წინასწარ გათვალისწინებულ ადგილას, რომელიც წინასწარ მოწმდება და ტარდება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პირადი არასრული შემოწმება. დაწესებულების ტერიტორიისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების დათვალიერების დროს ტერიტორიაზე ბრალდებულების/მსჯავრდებულების გადაადგილება დაუშვებელია.

7. დაწესებულების ტერიტორიისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების დათვალიერების დროს შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა ტექნიკური საშუალებ