1. დაწესებულების ტერიტორიისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების დათვალიერება ხორციელდება თვეში არანაკლებ ორჯერ, ხოლო ცალკეულ შემთხვევაში – დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, არსებული ვითარებიდან გამომდინარე.
2. ცალკეული სათავსო და ტერიტორია შეიძლება დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების განყოფილებების მოსამსახურეებმა ერთობლივად დაათვალიერონ.
3. დაწესებულების ტერიტორიისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების დათვალიერების ჩატარება უნდა იყოს მოულოდნელი და მისი მზადება უნდა მიმდინარეობდეს ფარულად.
4. დაწესებულების ტერიტორიისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების დათვალიერებაში შეიძლება ჩართული იქნეს სამორიგეო ცვლის შემადგენლობა.
5. დაწესებულების ტერიტორიისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების არაგეგმური დათვალიერება განისაზღვრება დაწესებულების დირექტორის მიერ ოპერატიული ვითარებიდან გამომდინარე.
6. დათვალიერების ჩატარებისას დაწესებულებაში ბრალდებულები/მსჯავრდებულები შეგროვდებიან ამისთვის წინასწარ გათვალისწინებულ ადგილას, რომელიც წინასწარ მოწმდება და ტარდება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პირადი არასრული შემოწმება. დაწესებულების ტერიტორიისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების დათვალიერების დროს ტერიტორიაზე ბრალდებულების/მსჯავრდებულების გადაადგილება დაუშვებელია.
7. დაწესებულების ტერიტორიისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების დათვალიერების დროს შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა ტექნიკური საშუალებ