1. დაწესებულებაში ბრალდებულები, დაწესებულების დახურული ტიპისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის ნაწილებში მსჯავრდებულები განთავსებულნი არიან საკნებში, ხოლო დაწესებულების დაბალი რისკისა და ნახევრად ღია ტიპის ნაწილებში მსჯავრდებულები – საერთო საცხოვრებლებში სადაც შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი პატიმრობის კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად. დაწესებულების განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის ნაწილში განთავსებულ მსჯავრდებულზე მუდმივად ხორციელდება ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი. აუდიოსაშუალებებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელება დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
2. დაწესებულებაში ბრალდებულები და მსჯავრდებულები განთავსებულები არიან ერთმანეთისგან განცალკევებით.
3. დაწესებულებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXVI თავით გათვალისწინებული სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ დანაშაულის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXVII თავით გათვალისწინებული ფულად-საკრედიტო სისტემაში დანაშაულის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXVIII თავით გათვალისწინებული საფინანსო საქმიანობის სფეროში დანაშაულის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXIX თავით გათვალისწინებული სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში სამსახურის ინტერესის წინააღმდეგ დანაშაულის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXV თავით გათვალისწინებული კიბერდანაშაულისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIX თავით გათვალისწინებული სამოხელეო დანაშაულის ჩადენისთვის პატიმრობაში მყოფი ბრალდებული და თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული, როგორც წესი, განთავსებულია სხვა ბრალდებულისგან/მსჯავრდებულისგან განცალკევებით.
4. დაწესებულებაში არამწეველი ბრალდებული/მსჯავრდებული, როგორც წესი, განთავსებულია თამბაქოს მომხმარებელი ბრალდებულისგან/მსჯავრდებულისგან განცალკევებით.
5. დაწესებულების დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის ნაწილში მოთავსებული მსჯავრდებული ვალდებულია სასჯელის ინდივიდუალური გეგმის შესაბამისად ისწავლოს ან/და იმუშაოს, აგრეთვე მონაწილეობა მიიღოს დაწესებულების მიერ შეთავაზებულ სარეაბილიტაციო ღონისძიებებში ან/და სხვა სოციალურ აქტივობებშ