1. დაწესებულების ამოცანების განხორციელების, ფუნქციების შესრულებისა და სამართლებრივი რეჟიმის სრულყოფილად ორგანიზების მიზნით იქმნება სტრუქტურული ერთეულები.
2. დაწესებულების სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადმინისტრაციული განყოფილება;
ბ) უსაფრთხოების განყოფილება;
გ) სამართლებრივი რეჟიმის განყოფილება;
დ) სპეციალური აღრიცხვის განყოფილება.
3. დაწესებულების სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი.
4. დაწესებულების მოსამსახურეთა შრომითი ურთიერთობები რეგულირდება კანონმდებლობით.
5. დაწესებულების მოსამსახურეთა ფუნქცია-მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციი