1. დაწესებულებას მართავს და ხელმძღვანელობს დაწესებულების დირექტორი, რომელსაც მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური დირექტორი.

2. დაწესებულების დირექტორი დაწესებულებას მართავს მისი მოადგილეებისა და დაწესებულების სტრუქტურული ერთეულების უფროსების მეშვეობით.

3. დაწესებულების დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე – სამართლებრივი რეჟიმისა და ადმინისტრაციულ დარგებში მოადგილეები. დაწესებულების დირექტორის მოადგილეების საკურატორო სფეროები განისაზღვრება გენერალური დირექტორის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

4. დაწესებულების დირექტორის მოადგილე სამართლებრივი რეჟიმის დარგში ზედამხედველობს და უშუალოდ ხელმძღვანელობს დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების (შემდგომ − სამართლებრივი რეჟიმის განყოფილება) საქმიანობას.

5. დაწესებულების დირექტორის მოადგილე ადმინისტრაციულ დარგში ზედამხედველობს დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილების (შემდგომ − ადმინისტრაციული განყოფილება) საქმიანობასა და უშუალოდ ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსის მუშაობას.

6. დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილება (შემდგომ − უსაფრთხოების განყოფილება) და დაწესებულების სპეციალური აღრიცხვის განყოფილება (შემდგომ − სპეციალური აღრიცხვის განყოფილება) უშუალოდ ექვემდებარება დაწესებულების დირექტორს.

7. დაწესებულების სამორიგეო ცვლას (შემდგომ − სამორიგეო ცვლა) ხელმძღვანელობს ოპერატიული მორიგე, რომელსაც სამსახურებრივი საქმიანობის განხორცილებაში ხელს უწყობს ოპერატიული მორიგის თანაშემწე. ოპერატიული მორიგე და ოპერატიული მორიგის თანაშემწე უწყვეტ რეჟიმში აწვდიან შესაბამის პირებს დაწესებულებაში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას, უზრუნველყოფენ სამორიგეო ცვლის საქმიანობის კოორდინაციას, სამორიგეო ცვლის მიღება-გადაბარებას და ასრულებენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. ოპერატიული მორიგე უშუალოდ ექვემდებარება დაწესებულების დირექტორს. ოპერატიული მორიგის თანაშემწე უშუალოდ ექვემდებარება ოპერატიულ მორიგეს.

8. დაწესებულების დირექტორის მოადგილეების, დაწესებულების სტრუქტურული ერთეულების უფროსების და მათდამი დაქვემდებარებული მოსამსახურეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, აგრეთვე, გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციები