1. დაწესებულებაში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ადგილზე ყოფნის შემოწმება ხდება ყოველდღიურად, დილით და საღამოს, დღის განრიგით განსაზღვრულ საათებში. საჭიროების შემთხვევაში, არაგეგმური შემოწმება შეიძლება ჩატარდეს დღე-ღამის ნებისმიერ დროს.
2. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ადგილზე ყოფნის შემოწმება ტარდება საკანში/საერთო საცხოვრებელში დათვლისა და სიის ამოკითხვის გზით. შემოწმების დროს ბრალდებული/მსჯავრდებული მოწესრიგებულ მდგომარეობაში გამოდის საკნიდან/საერთო საცხოვრებლიდან და შემოწმებისა და სიის ამოკითხვის შემდეგ ბრუნდება უკა