1. დაწესებულებაში დგება დღის განრიგი (შემდგომში – სამკურნალო რეჟიმი), რომელსაც დაწესებულების დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს დეპარტამენტის დირექტორი.
2. სამკურნალო რეჟიმს, მის დამტკიცებამდე, შეიმუშავებს დაწესებულების დირექტორი და მთავარი ექიმი.
3. დაწესებულების სამკურნალო რეჟიმი მოიცავს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ადგომის, დაძინების, პირადი ჰიგიენის, კვების, რელიგიური ღონისძიებების, სამედიცინო შემოწმებისა და დაწესებულების ფუნქციებიდან გამომდინარე სხვა ღონისძიებების დროს.
4. საჭიროების შემთხვევაში კონკრეტული ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დგება სამკურნალო რეჟიმი, რომელსაც ადგენს მკურნალი ექიმი მთავარ ექიმთან შეთანხმებით.
5. კვირაში არანაკლებ ერთხელ, არასამუშაო დროს ტარდება ყველა ბრალდებულის/მსჯავრდებულის შემოწმება-დათვალიერება, რომლის დროსაც მოწმდება მათი გარეგანი სახე, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მდგომარეობ