1. თუ აშკარაა, რომ ბრალდებული/მსჯავრდებული საფრთხეს უქმნის ან შეიძლება შეუქმნას საკუთარ ან სხვის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას ან/და ქონებას, დაწესებულების დირექტორის მიერ იგი შეიძლება განათავსოს დაწესებულების სათანადოდ აღჭურვილ დეესკალაციის ოთახში სამედიცინო პერსონალის უწყვეტი ხელმისაწვდომობის და დაწესებულებაში უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის 24-საათიანი ვიზუალური საშუალებებით მეთვალყურეობის პირობებში.

2. ბრალდებული/მსჯავრდებული დეესკალაციის ოთახში განთავსდება განთავსების კრიტერიუმების ამოწურვამდე. ბრალდებულის/მსჯავრდებულის დეესკალაციის ოთახში გადაყვანისა და იქიდან მისი პალატაში დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დაწესებულების დირექტორი.

3. დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის დეესკალაციის ოთახში დასჯის მიზნით გადაყვანა.

4. დეესკალაციის ოთახში ბრალდებულის/მსჯავრდებულის განთავსებისთანავე დგება ოქმი, რომელიც ინახება ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად საქმეში და გონივრული შუალედებით კეთდება შესაბამისი ჩანაწერები პირის მდგომარეობის შესახებ.

5. დეესკალაციის ოთახში ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ფიზიკური შეზღუდვის ზომები და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სპეციალური საშუალებები. ფიზიკური შეზღუდვა უნდა მოხდეს გონივრული ვადით, ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემული კრიტერიუმების ამოწურვამდ