1. თუ ბრალდებული/მსჯავრდებული საფრთხეს უქმნის საკუთარ ან სხვის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, შესაბამისი ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციისა და დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის პატაკის საფუძველზე გამოცემული დაწესებულების დირექტორის ბრძანებით, იგი შეიძლება განთავსდეს დაწესებულების სათანადოდ აღჭურვილ დეესკალაციის ოთახში სამედიცინო პერსონალის უწყვეტი ხელმისაწვდომობის და დაწესებულებაში უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის 24-საათიანი ვიზუალური საშუალებებით მეთვალყურეობის პირობებში. დეესკალაციის ოთახი აღჭურვილი უნდა იყოს უსაფრთხო ლეიბით, დისტანციურად მართვადი სათვალთვალო კამერით, დაზიანებისადმი მედეგი ღია ტიპის ტუალეტით, ონკანით, განათებით და სათანადო ვენტილაციით.
2. დეესკალაციის ოთახში გადაყვანილი ბრალდებულის/მსჯავრდებულის მდგომარეობა გადაყვანიდან არაუგვიანეს 24 საათის ვადაში ფასდება მულტიდისციპლინური ჯგუფის მიერ, რომლის შემადგენლობაშიც შედიან სპეციალური პროგრამის ფარგლებში გადამზადებული სამედიცინო პერსონალი, დაწესებულების უსაფრთხოებისა და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილებების მოსამსახურეები.
3. საჭიროების შემთხვევაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციის საფუძველზე მულტიდისციპლინური ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, არაუგვიანეს მომდევნო 24 საათის ვადაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის მდგომარეობა დამატებით შეიძლება შეფასდეს შესაბამისი დარგის სპეციალისტის/სპეციალისტების მიერ.
4. დაწესებულების დირექტორი მულტიდისციპლინური ჯგუფის დასკვნისა და შესაბამისი დარგის სპეციალისტის/სპეციალისტების რეკომენდაციის საფუძველზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ამ დოკუმენტაციის მისთვის გადაცემიდან არაუგვიანეს მომდევნო 24 საათის განმავლობაში წყვეტს ბრალდებულის/მსჯავრდებულის საკანში დაბრუნების საკითხს. თუ დასკვნა/რეკომენდაცია ითვალისწინებს ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ან სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გადაყვანას, შესაბამის გადაწყვეტილებას, დაწესებულების დირექტორის მიმართვის საფუძველზე, ამავე ვადაში იღებს სამსახურის გენერალური დირექტორი.
5. თუ მულტიდისციპლინური ჯგუფის დასკვნა ან/და შესაბამისი დარგის სპეციალისტის/სპეციალისტების რეკომენდაცია ითვალისწინებს სამსახურის ფსიქიატრიული კომისიისთვის მიმართვას, დაწესებულებაში მოთავსებული იმ მსჯავრდებულის ფსიქიკური მდგომარეობის შესასწავლად, რომლის მიმართაც დასრულებულია სამართალწარმოება, დაწესებულების დირექტორი ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მიმართავს კომისიას. მსჯავრდებულისთვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევის საკითხის განხილვა და გადაწყვეტა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. დეესკალაციის ოთახში პირის მიმართ საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოყენებულ იქნეს ფიზიკური ძალა და სპეციალური საშუალებები.
7. დეესკალაციის ოთახში პირის განთავსებისთანავე დგება ოქმი, სადაც უნდა აისახოს დეესკალაციის ოთახში პირის მოთავსების ზუსტი დრო. ოქმში გონივრული შუალედებით კეთდება შესაბამისი ჩანაწერი პირის მდგომარეობის შესახებ.
8. ბრალდებული/მსჯავრდებული დეესკალაციის ოთახში შეიძლება განთავსდეს იმ საფრთხის აღმოფხვრამდე, რამაც მისი დეესკალაციის ოთახში მოთავსება განაპირობა, მაგრამ არაუმეტეს 72 საათისა. ამ შემთხვევაში დეესკალაციის ოთახის დატოვება ხდება დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, მათ შორის, ამ მუხლის მე-2–მე-4 პუნქტების შესაბამისად მიმდინარე ღონისძიებების პროცესში. დეესკალაციის ოთახში პირის მოთავსებისა და შესაბამისი ღონისძიების დასრულების შემდეგ სამედიცინო პერსონალი ბრალდებულს/მსჯავრდებულს დაუყოვნებლივ უტარებს სამედიცინო შემოწმებას.
9. ამ მუხლით დადგენილი წესით პირის დეესკალაციის ოთახში მოთავსების რაოდენობა წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს.
10. დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის დეესკალაციის ოთახში დასჯის მიზნით გადაყვანა.
11. დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის დეესკალაციის ოთახიდან გამოყვანა მისი დეესკალაციის ოთახში მოთავსების საფუძვლების აღმოფხვრამდე, გარდა გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გაწევისა ან/და დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის შემთხვევებისა. გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გაწევისა ან/და დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის შემდგომ, ბრალდებული/მსჯავრდებული ბრუნდება დეესკალაციის ოთახში, თუ არ აღმოფხვრილა დეესკალაციის ოთახში განთავსების შესაბამისი საფუძველი.
12. შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, დეესკალაციის ოთახიდან ბრალდებულის/მსჯავრდებულის გამოყვანა დასაშვებია საგამოძიებო ან/და სხვა საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობის მიღების მიზნით, რის შემდგომ, ბრალდებული/მსჯავრდებული ბრუნდება დეესკალაციის ოთახში, თუ არ აღმოფხვრილა დეესკალაციის ოთახში განთავსების შესაბამისი საფუძველი.
13. დოკუმენტაცია ბრალდებულის/მსჯავრდებულის დეესკალაციის ოთახში მოთავსების შესახებ ინახება ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად საქმეშ