1. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ საკუთარი თავის, სხვისი და ქონების დაზიანების თავიდან ასაცილებლად, დაწესებულებაში დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევის აღსაკვეთად, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის, თავდასხმის მოგერიების, ჯგუფური დაუმორჩილებლობის ან/და მასობრივი არეულობის აღსაკვეთად უფლებამოსილი პირის დასაბუთებული გადაწყვეტილებით ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი უსაფრთხოების ღონისძიებები:

ა) სპეციალური საშუალებების გამოყენება;

ბ) სხვა ბრალდებულთაგან/მსჯავრდებულთაგან განცალკევება;

გ) დროებით სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა;

დ) არაუმეტეს 24 საათით სამარტოო საკანში მოთავსება;

ე) დროებითი საგუშაგოს ან დამატებითი საგუშაგოს მოწყობა;

ვ) დეესკალაციის ოთახში გადაყვანა.

2. უსაფრთხოების ღონისძიების განხორციელება წყდება დაუყოვნებლივ, იმ საფრთხის აღმოფხვრისთანავე, რომლის აღსაკვეთადაც ეს ღონისძიება გამოიყენებოდა.

3. დაწესებულებაში ან ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაწესებულებიდან გაყვანისას, გადაყვანისას და ექსტრადიციისას უსაფრთხოების ღონისძიების განხორციელების სხვა პირობები და გარემოებები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

4. უსაფრთხოების ღონისძიების განხორციელების შემდეგ, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უსაფრთხოების ღონისძიებისა, დაწესებულების მოსამსახურე, რომლის ინიციატივითაც გამოყენებულ იქნა უსაფრთხოების ღონისძიება, ხოლო ღამის საათებში − ოპერატიული მორიგე, დაწესებულების ხელმძღვანელობასთან და სამედიცინო პერსონალთან ერთად დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამედიცინო შემოწმებას. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამედიცინო შემოწმების შესახებ დგება შესაბამისი აქტი.

5. დაუშვებელია უსაფრთხოების ღონისძიების ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასჯის მიზნით გამოყენება.

6. ბრალდებულების/მსჯავრდებულების ან სხვა პირების მხრიდან საფრთხის წარმოშობისას, პირადი უსაფრთხოების დაცვის მიზნით ბრალდებული/მსჯავრდებული უფლებამოსილია მიმართოს დაწესებულების ნებისმიერ მოსამსახურეს ზეპირი ან წერილობითი განცხადებით. დაწესებულების დირექტორი ვალდებულია უზრუნველყოს განმცხადებლის პირადი უსაფრთხოება. იმწუთიერი საფრთხის ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხვა ბრალდებულთაგან/მსჯავრდებულთაგან განცალკევებით მოთავსების თაობაზე დაწესებულების დირექტორი გამოსცემს დასაბუთებულ ბრძანებას.

7. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დროებითი საგუშაგო ან დამატებითი საგუშაგო ეწყობა დაწესებულების დირექტორის ბრძანების საფუძველზე. დროებითი საგუშაგოს მეშვეობით დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ვიზუალურ კონტროლ