1. მსჯავრდებულებს შეუძლიათ გადაადგილდნენ დაწესებულებაში ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ იზოლირებულ დანაყოფებზე, დღის განრიგით დადგენილი წესით და სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის შესაბამისად.

2. მსჯავრდებულებს შეუძლიათ დღის განრიგით გათვალისწინებული ვალდებულებებისაგან თავისუფალ დროს გადაადგილდნენ დაწესებულების ტერიტორიის სხვა ნაწილებში –

დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლის თანხმობით ან/და ზედამხედველობით.

3. ღამის საათებში მსჯავრდებულის თავისუფალი გადაადგილება თავისი სპეციალური საცხოვრებლის ფარგლებს გარეთ აკრძალულია, გარდა განსაკუთრებულ შემთხვევებში (მათ შორის, სამედიცინო დახმარების გაწევის აუცილებლობის შემთხვევაში) დაწესებულების წარმომადგენლის საამისოდ უფლებამოსილი მოსამსახურის თანხლებით. ღამის საათები განისაზღვრება  დაწესებულების დღის განრიგით.

4. დღის განრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა პროცედურებზე (შემოწმება, კვება, პაემანი ან სხვა შეხვედრა, სამედიცინო მომსახურებით სარგებლობა და სხვა) გასვლის დროს მსჯავრდებულს ევალება დაიცვას წესრიგი, დაემორჩილოს ადმინისტრაციის წარმომადგენლის კანონიერ მოთხოვნა