1. ამ დებულების 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძვლის არსებობისას, შესაძლებელია მსჯავრდებულის სხვა მსჯავრდებულებისაგან განცალკევებით მოთავსება.

2. დაწესებულების დირექტორი, ამ დებულების 24-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მსჯავრდებულის განცხადების საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით, თუ არსებობს ამ დებულების 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძვლები, იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის გონივრული ვადით, იმ საფრთხის აღმოფხრამდე, რის საფუძველზეც მოხდა მსჯავრდებულის განცალკევება, სხვა მსჯავრდებულებისაგან განცალკევებით მოთავსების თაობაზე, ხოლო დირექტორის არყოფნის შემთხვევაში, მსჯავრდებული სხვა მსჯავრდებულებისაგან განცალკევებით მოთავსდება დირექტორის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ დირექტორის მოსვლამდე, მაგრამ არაუმეტეს 24 საათით.

3. აუცილებლობის შემთხვევაში, მსჯავრდებულის სხვა მსჯავრდებულებისაგან განცალკევებით მოთავსების ხანგრძლივობა დირექტორის გადაწყვეტილებით შეიძლება გაიზარდოს კიდევ 30 დღით.

4. თუ უსაფრთხოების ღონისძიებებმა შესაბამისი შედეგები არ გამოიღო, დაწესებულების დირექტორი დეპარტამენტის დირექტორის წინაშე შუამდგომლობს მსჯავრდებულის ან მსჯავრდებულის უსაფრთხოებისათვის საშიში პირების  პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სხვა დაწესებულებაში დადგენილი წესით გადაყვანის თაობაზე. შესაბამისი საფუძვლების არსებობისას, ასეთი შუამდგომლობის აღსაძრავად აუცილებელი არ არის ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვ