1. ექსპერტიზის დაწესებულებაში ისეთი მდგომარეობის შექმნის შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს უსაფრთხოების იმგვარ დარღვევას, რომელიც აშკარა საფრთხეს უქმნის სამედიცინო პერსონალის, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ასევე, ექსპერტიზის დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას და ექსპერტიზის დაწესებულება საკუთარი ძალებით ვერ ახერხებს საფრთხის თავიდან აცილებას, საექსპერტო დაწესებულების შესაბამისი მოსამსახურის თხოვნითა და ხელძღვანელობით, გარე დაცვის მოსამსახურე ყარაულის უფროსის ნებართვის საფუძველზე, დახმარებას უწევს მათ ვითარების განმუხტვასა და სიტუაციის დარეგულირებაში.
2. დაუყოვნებელი რეაგირების აუცილებლობისას, დახმარების აღმოჩენა შესაძლებელია ყარაულის უფროსის ნებართვის გარეშეც. ამგვარი დახმარების აღმოჩენის შემდეგ, ყარაულის უფროსი, დახმარების აღმოჩენაში მონაწილე მოსამსახურეების მონაწილეობით, ავსებს ოქმს საექსპერტო დაწესებულების თანამშრომლებისთვის დახმარების აღმოჩენის შესახებ (დანართი №26).