2. დასაბუთებული ვარაუდის არსებობისას, როდესაც შესაძლებელია, მომარაგების სამმართველოს საწყობში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით შევიდეს ან/და გავიდეს მატერიალური ფასეულობები, მომარაგების სამმართველოს შესაბამისი მოსამსახურე უფლებამოსილია განახორციელოს პირის დეტალური შემოწმება.
3. მომარაგების სამმართველოს უფლებამოსილი მოსამსახურეები ვალდებულნი არიან ამ მუხლის პირველ პუნქტში აღრიცხული ინფორმაცია და საწყობიდან საქონლის გატანისას მათთვის გადაცემული გასავლის ზედდებული ყოველი თვის ბოლოს გადაუგზავნონ სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის უფროს