1. ბაზრის კვლევისას, საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენის მიზნით, შესაძლებელია ზეპირი ახსნა-განმარტების მისაღებად მოწვეულ იქნენ განმცხადებელი, შესაბამისი საწარმო/მოპასუხე ან/და დაინტერესებული მხარეები.

2. ზეპირი ახსნა-განმარტების მიღება ხდება ბაზრის კვლევის სამუშაო ჯგუფის მიერ.

3. ზეპირი ახსნა-განმარტებისათვის გამოძახებული პირები ვალდებული არიან გამოცხადნენ და მისცენ ახსნა-განმარტება.

4. ზეპირი ახსნა-განმარტების ჩამორთმევისას დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ ახსნა-განმარტებაზე დამსწრე ბაზრის კვლევის სამუშაო ჯგუფის წევრები და ზეპირი ახსნა-განმარტების მიმცემი პირი/პირები.

5. თუ ზეპირი ახსნა-განმარტების მიმცემი პირი უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე, კვლევის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი თავად აწერს ოქმს ხელს და აკეთებს მითითებას პირის მიერ ხელმოწერაზე უარის თქმის შესახებ.

6. მხარეთა თანხმობის შემთხვევაში, ზეპირი ახსნა-განმარტების მიმდინარეობა შეიძლება ჩაწერილ იქნეს ტექნიკური საშუალების გამოყენებით, რა დროსაც საოქმო ჩანაწერი ერთვის ზეპირი ახსნა-განმარტების ოქმს და ჩანაწერის შინაარსის წერილობითი ფორმით ოქმში ასახვა აღარ ხორციელდებ