1. განმცხადებელს და ამ წესების 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე განსაზღვრულ შესაბამის საწარმოს/მოპასუხეს უფლება აქვს:

ა) ჰყავდეს ადვოკატი ან/და წარმომადგენელი ბაზრის კვლევის პროცესში;

ბ) კომისიას წარუდგინოს პოზიცია, ინფორმაცია ან/და მტკიცებულებები ბაზრის კვლევის ნებისმიერ ეტაპზე, მაგრამ არაუგვიანეს ამ წესების 32-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად საბოლოო გადაწყვეტილების პროექტთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციებისა და შესაბამისი დამატებითი ინფორმაციის/მტკიცებულებების წარმოდგენისათვის კომისიის მიერ განსაზღვრული ვადისა;

გ) გაეცნოს საქმის მასალებს „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ დადგენილი წესით;

დ) მოითხოვოს ინფორმაციის/მტკიცებულებების წარდგენის ვადის გახანგრძლივება;

ე) განაცხადოს აცილება ბაზრის კვლევის სამუშაო ჯგუფის წევრის მიმართ, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე ამ წესების 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად;

ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს მათ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა.

2. განმცხადებელს უფლება აქვს ბაზრის კვლევის ნებისმიერ ეტაპზე უარი თქვას განცხადებაზე, რაც ბაზრის კვლევის შეწყვეტის საფუძველია, გარდა ამ წესების მე-6 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის