1. შესაბამის ბაზარზე შესვლის ბარიერები წარმოადგენს ისეთ ფაქტორებს, რომლებიც პოტენციურ კონკურენტ საწარმოებს ხელს უშლის შესაბამის ბაზარზე შესვლასა და ამ ბაზარზე საქმიანობის დაწყებაში.
2. შესაბამის ბაზარზე შესვლის ბარიერების შეფასებისას კომისია შეისწავლის ამ ბაზარზე ტექნიკური, ფინანსური და ინსტიტუციონალური ბარიერების არსებობის და წარმოქმნის შესაძლებლობას.
3. შესაბამის ბაზარზე შესვლის ბარიერების შეფასებისას, სხვა გარემოებებთან ერთად, კომისიის მიერ, შესაძლოა, ასევე გამოკვლეულ იქნეს:
ა) შესაბამის ბაზარზე შესვლის და ამ ბაზრიდან გამოსვლის ბარიერების არსებობის შესაძლებლობა და მათი დაძლევის სირთულე;
ბ) ბარიერების გადალახვასთან დაკავშირებული შესაძლო დანახარჯები და ვადები;
გ) შესაბამის ბაზარზე კონკრეტული სახის ენერგეტიკული საქმიანობის განხორციელების ფაქტობრივი შესაძლებლობა;
დ) შესაბამის ბაზარზე მოქმედი საწარმოების შესაძლებლობა გააფართოონ საქმიანობის მასშტაბები.
4. ფინანსურ-ტექნიკური ბარიერების შეფასებისას, სხვა გარემოებებთან ერთად, შესაძლოა, ასევე განხილულ იქნეს:
ა) საწყისი კაპიტალდაბანდებების განხორციელების აუცილებლობა;
ბ) პოტენციური კონკურენტი საწარმოებისთვის ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობის შეზღუდულობა;
გ) დამატებითი ფინანსების მოსაზიდად მაღალი დანახარჯების აუცილებლობა;
დ) ენერგეტიკული საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში ბაზრიდან გასვლის ფინანსური დანაკარგები;
ე) რესურსებზე წვდომასთან, ინტელექტუალური საკუთრების უფლების მოპოვებასთან, რეკლამასთან და საჭირო ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებული მაღალი დანახარჯები;
ვ) ენერგეტიკულ სისტემაზე დაშვების შეზღუდვები;
ზ) ეკონომიკურად გამართლებული მინიმალური წარმოების მოცულობის აუცილებლობა ერთეულ პროდუქტზე მაღალი დანახარჯების შესამცირებლად.
5. ინსტიტუციონალური ბარიერების შეფასებისას, სხვა გარემოებებთან ერთად, შესაძლოა, ასევე განხილულ იქნეს:
ა) საწარმოთა რეგისტრაციის სირთულე;
ბ) მოქმედი მარეგულირებელი ჩარჩოს ზემოქმედების, საჭიროებისა და გონივრულობის შეფასება;
გ) საბაზრო ინფრასტრუქტურის განვითარების ხარისხ